"გაერომ" 26 წლის ნინუცა ნანიტაშვილი ინოვატორ ქალთა შორის დაასახელა

2019-03-13 13:41:30
268

ნინუცა ნანიტაშვილი 18 წლის იყო, როდესაც პირველი ქართველი ქალი გახდა, რომელიც Google-ის დეველოპერების გუნდს შეუერთდა. 

შემდგომ მან Women Techmakers დააფუძნა, კომპანია, რომელიც ტექნოლოგიების განვითარებაში ქალების ჩართულობას უწყობს ხელს. 

26 წლის ნინუცა ნანიტაშვილი ამ დროისთვის, UN Women თანამშრომელია და მსოფლიოს 5 რეგიონიდან 100-ზე მეტ ქალს ეხმარება ციფრული უნარ-ჩვევების გაღრმავებაში. 

"როდესაც პროფესიას ვირჩევდი, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის სფეროში მოვხვდებოდი. დღესაც ბევრ გოგოს არ სჯერა რომ ამ სფეროში წარმატებას მიაღწევს", - ამბობს ნინუცა ნანიტაშვილი.