დღეიდან “რუსთავი 2”-ის ეთერში "Forbes-ის კვირა გიორგი ისაკაძესთან ერთად" იწყება

2019-03-10 15:04:46
106

 

დღეიდან  “რუსთავი 2”-ის ეთერში კვირის შემაჯამებელი ბიზნეს გადაცემა  "Forbes-ის კვირა გიორგი ისაკაძესთან ერთად" იწყება. 

პირისპირ ინტერვიუ ბიზნეს ლიდერებთან, ქართული ბიზნესის წარმატების მაგალითები, ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების ანალიტიკა და ქვეყნის განვითარების პერსპექტივები - ეს ის საკითხებია, რომლებსაც “Forbes-ის კვირაში” ნახავთ. გადაცემის წამყვანი Forbes საქართველოს მთავარი რედაქტორი გიორგი ისაკაძე იქნება. 

ახალი პროექტის პარალელურად, ტელეკომპანია პირველის ეთერში გრძელდება ბიზნეს მედია საქართველოს გადაცემები - “საქმიანი დილა”, “საქმის კურსი” და “ანალიტიკა”. 

“ეს იქნება ანალიტიკური გადაცემა, რომელიც შეკრავს კვირის მთავარ მიმდინარე ამბებს, ქვეყნის ბიზნესსა და ეკონომიკაში, გადაცემა იქნება ანალიტიკური. ახალი პროექტის რუბრიკები ძალიან ბევრ ბიზნესს, დამწყებს თუ უკვე შემდგარს მისცემს შესაძლებლობას, რომ მათ ასპარეზზე გამოიტანონ საკუთარი ახალი სერვისები, ინოვაციური პროდუქტები და სხვა. მე ვფიქრობ, რომ დღეს ქართულ ბიზნესს სულ უფრო და უფრო მეტი პლატფორმა სჭირდება საიმისოდ, რომ მათ საკუთარი თავი და საქმიანობა წარმოაჩინონ, ამიტომ ცალსახად დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი იქნება ზე-წარმატებული,”- ამბობს Forbes საქართველოს მთავარი რედაქტორი გიორგი ისაკაძე. 

Forbes-ი და ბიზნეს მედია საქართველო ასევე აანონსებენ ახალ პროექტებს, რომლებიც ტელეკომპანიების “მესამესა” და “მარაოს” ეთერში გავა.