სეულში ქართული ანბანი გამოჩნდა

2019-03-08 09:28:33
22

სეულში ქართული ანბანი გამოჩნდა. ქართული წარწერა მსოფლიოში არსებულ 14 ანბანს მიუძღვნეს. 

სეულში, ერთ-ერთ უბანში, ტროტუარზე დატანილი ქართული წარწერის შესაბამისი ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.


ცნობისთვის: ნიდერლანდებში, ჰააგის ერთ-ერთ უბანში, ახლადგახსნილი გზის ტროტუარზე ქართული  ანდაზა -"ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მაშინ გამოჩნდებაო"ამოტვიფრეს.


საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლაიდენის უნივერსიტეტის ლინგვისტიკის პროფესორმა ინგრიდ ტიეკენ-ბუნ ვან ოსტადემ 33 ენაზე 33 წარწერა შეაგროვა, რათა ახლადგაზსნილი გზის ტროტუარზე ყველა იმ ენაზე ყოფილიყო წარწერა, რომელიც ჰააგაში - ერთ-ერთ ყველაზე ინტერნაციონალურ ქალაქში ისმის. ასე მოხვდა ქართული ანდაზა ჰააგის ცენტრალურ უბანში.