რას ჰყვება ახალგორელი აქტივისტი მამუკა ხაზარაძეზე

2019-02-14 23:11:20
2708

ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი სოციალურ ქსელში ერთი ისტორიის შესახებ წერს: 

"ახალგორიდან თბილისისკენ მიმავალი ყველა სამარშრუტო ტაქსი წეროვანის დევნილთა დასახლების გავლით მოძრაობს. 2009 წლის სექტემბერში "თიბისი ფონდის" მიერ დევნილებისთვის აშენებული სკოლის გახსნა იყო. მე თბილისში მივდიოდი, მაგრამ წეროვანიდან გასვლა ვეღარ მოახერხა ტრანსპორტმა, რაშიც ვიჯექი- დაცვამ არ მოგვცა საშუალება- მთელი მთავრობა გახსნაზე იმყოფებოდა. მგზავრებთან ახლოს გამოიარა მამუკა ხაზარაძემ. დავინახე და დავუძახე - "ბატონო მამუკა, გთხოვთ მომისმინოთ". ის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იყო და შეეცადნენ ჩემსკენ არ გამოეტარებინათ. მე ვერ ვახერხებდი გადაადგილებას დაცვის გამო. ჩემდა გასაოცრად, ის გამოეყო თანმხლებებს და მომიახლოვდა. გავეცანი, მაშინ მოსწავლე- ახალგაზრდობის სახლის ხელმძღვანელი ვიყავი. მადლობა სკოლის აშენებისთვის ვუთხარი და ვთხოვე, ჩემი ახალგორელი მოსწავლეებისთვისაც ეზრუნა. ჩაიწერა ჩემი ნომერი და დამემშვიდობა. ზუსტად ერთ კვირაში დამიკავშირდნენ მისი სახელით (ეს ისეთი მოულოდნელი იყო...) და შეშის ღუმელებიდან დაწყებული სამუშაო მასალის ჩათვლით, რაც გვჭირდებოდა ვწერდი SMS–ებს და ყოველთვის გვეხმარებოდა წლების განმავლობაში. ვერ აგიწერთ, ეს ჩვენთვის რამხელა შვება იყო.

ამაზე არასდროს დამიწერია. არც მას მოუყოლია. დღეს მომინდა, რომ იცოდეთ".

ამავე თემაზე: 

იურისტი – TBC–ის საქმეზე: „შეიძლება, მივიღოთ მდგომარეობა, როცა სახელმწიფოს მთელი ინსტიტუციური მოწყობა დაიდება სასწორზე“

ქუთელია – TBC–ის საქმეზე: „ეს სახელმწიფოს მმართველობის ღრმა კრიზისის სიმპტომია“