პოლონეთის ელჩი: "ანაკლიის პორტი შესაძლოა, ევროპასა და აზიას შორის ყველაზე დიდი კარიბჭე გახდეს"

2019-02-12 17:36:48
851

საქართველოში პოლონეთის ელჩის მარიუშ მაშკიევიჩის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია. 

როგორც "აქცენტს" ელჩმა განუცხადა, პორტის მშენებლობის პარალელურად მნიშვნელოვანია, შეიქმნას მაღალი სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა. 

"საქართველოს უკვე აქვს ბათუმისა და ფოთის პორტები, თუმცა მესამე ყველაზე დიდი კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის, შესაძლოა, სწორედ ანაკლიის პორტი იყოს. ვფიქრობ, ეკონომიკის ამ სფეროს განვითარება კარგი იდეაა, რადგან ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. თუმცა, ქართული ეკონომიკის გაძლიერებისთვის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან ერთად აუცილებელია, მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა, სატრანსპორტო სისტემა, მათ შორის – მაგისტრალები,  სარკინიგზო გზა" – განუცხადა ელჩმა "აქცენტს".  

მისივე თქმით, ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი შავ ზღვაზე.

ამავე თემაზე:

ADB: "ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი რეგიონული კავშირებისა და ვაჭრობის ტრანსფორმირებას მოახდენს"

ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი: "მონდომებული ვართ, რომ ანაკლიის პორტმა საბოლოო სახე მიიღოს"    

მაიკლ კარპენტერი: „აშშ ანაკლიის პორტის მშენებლობით დიდად არის დაინტერესებული“ 

ბრიტანეთის ელჩი: „ანაკლიის პროექტი ამბიციური გამოწვევის პასუხია“ 

ამერიკელი ანალიტიკოსი: "მოსკოვს ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება არ სურს"   

კენეტ ენჯელი: "ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი" საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პროექტია"  

"ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესებს... ამერიკული მფლობელობაც არის ამ ბანკში“  

"ანაკლიის პორტის მსგავსი პროექტების შეჩერება/დაბლოკვა ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული"   

"თუ სახელმწიფო, რომლის უკან ოლიგარქიული კლანი დგას, "თიბისი ბანკს" შეუტევს, ეს ანაკლიის პორტის მშენებლობასაც შეაფერხებს"   

უსაფრთხოების ექსპერტი – ანაკლიის პორტზე: „როცა ვერ ბლოკავ, ცდილობ, იქ იყო წარმოდგენილი“   

რა ხდება "თიბისი ბანკის" ირგვლივ