„ლევადა – ცენტრი“: „რუსეთის მოქალაქეების ნახევარზე მეტი ხელისუფლებას აღარ ენდობა“

2019-02-11 13:06:39
118

„რუსეთის იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომელთა აზრით ხელისუფლების ჩინოსნები მოსახლეობას ქვეყანაში არსებული რეალური მდგომარეობის შესახებ ატყუებენ, მაქსიმუმს – 52%–ს აღწევს, მაშინ, როცა ჯერ კიდევ გასულ წელს მსგავს მოსაზრებას მხოლოდ 37% აფიქსირებდა“, –  ასეთია „ლევადა – ცენტრის“ მიერ ჩატარებული მორიგი სოციოლოგიური კვლევის შედეგები.

ხელისუფლების მიმართ ნდობით გამსჭვალული მოქალაქეთა რაოდენობა გასული წლის 20–დან 12%–მდე შემცირდა.  

ამასთან, რესპონდენტთა 41% მიიჩნევს, რომ რუსეთის მოქალაქეები ღიად აფიქსირებენ ხელისუფლებისა და უშუალოდ პრეზიდენტ პუტინისადმი თავის დამოკიდებულებას, 28% კი დარწმუნებულია, რომ ისინი ამას შიშის გამო მალავენ.