მოსკოვი აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების მდგომარეობით შეშფოთებულია

2019-02-11 12:37:45
549

„რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებისა და უფლებების დაცულობის მხრივ აფხაზეთში არსებული ვითარება მოსკოვის მზარდ შეშფოთებას იწვევს“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დახურულ დოკუმენტშია ნათქვამი, რომლის ტექსტმაც რუსულ მედიაში გაჟონა.

„ბოლო წლების განმავლობაში აფხაზეთში უსაფრთხოების კუთხით ვითარება დეგრადირებას განაგრძობდა. აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, გასული წლის მხოლოდ იანვარ – სექტემბრის პერიოდში 615 დანაშაული აღირიცხა; გაიზარდა ყაჩაღობის, იარაღის უკანონო შენახვა – ტარების, ადამიანთა გატაცების შემთხვევების რაოდნობა. გახშირდა ყაჩაღური თავდასხმები რუსეთის მოქალაქეებზე.  დაუცველად გრძნობენ თავს რუსი მეწარმეებიც, რომლებმაც რესპუბლიკის ტერიტორიაზე სხვადსხვა პროექტებში ინვესტირება განახორციელეს. ზოგიერთ მათგანს მოუწია, ყველაფერი მიეტოვებინა და შინ დაბრუნებულიყო. სოხუმში ჩვენი დიპლომატები მუდმივ კონტაქტზე არიან აფხაზურ სამართალდამცველ უწყებებთან ყველა იმ რეზონანსულ საქმესთან დაკავშირებით, რომლებშიც დაზარალებულად რუსეთის მოქალაქეები ფიგურირებენ. დაზარალებულთა ოჯახებს აუცილებელი დაზმარება ეწევათ“, – ნათქვამია დოკუმენტში.