ომბუდსმენი ლიეჟში მომხდარ ინციდენტზე: "თუ დარღვევა იყო, ეს არის ბელგიის სამართალდამცველთა კომპეტენცია"

2019-02-11 12:24:00
154

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ბელგიაში ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ემიგრანტების შეხვედრაზე მომხდარ ინციდენტს ეხმიანება.

ომბუდსმენი თვლის, რომ თუ ლიეჟში მომხდარ აქციაზე კანონი დაირღვა ამაზე რეაგირება ბელგიელ სამართალდამცველებს უნდა მოეხდინათ.

"ზოგადად ჩემთვის მიუღებელია კონტრაქციები. ვფიქრობ, ყველას უნდა შეეძლოს თავისუფლად გამოხატოს მისი შეხედულება შეიკრიბონ თავისუფლად ყველანაირი ხელშეშლის გარეშე. თუმცა ამ შემთხვევაში, თუკი დარღვევა იყო ეს არის ბელგიის სამართალდამცველთა კომპეტენცია და ჩვენ, მით უმეტეს სახალხო დამცველს ამ მოვლენებზე ნამდვილად არ შეუძლია რეაგირების განხორციელება", -აცხადებს ნინო ლომჯარია.