რუსთავი-თბილისს შორის ავტობუსების მოძრაობის სამი მარშრუტი დამტკიცდა

2019-02-07 20:47:58
227

ქალაქ რუსთავის საკრებულომ რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტები დაამტკიცა.

რუსთავის საკრებულოს დადგენილების მიხედვით, რუსთავიდან მგზავრთა გადაყვანა სამი დისლოკაციდან – რუსთავის რკინიგზის სადგურიდან, გმირთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორიიდან და ქალაქის გასავლელიდან განხორციელდება. თბილისში კი ავტობუსების დისლოკაციის ადგილად მეტროსადგური „ისანი“ განისაზღვრა.

საკრებულოს დადგენილების დანართის მიხედვით, ავტობუსების მოძრაობის მარშრუტები ასეთი იქნება: პირველი მარშრუტი – რუსთავის რკინიგზის სადგური, შოთა რუსთაველის ქუჩა – მ. კოსტავას გამზირი, გმირთა მოედანი – ხალხთა მეგობრობის გამზირი – ჟ. შარტავას გამზირი – რუსთავის გზატკეცილი (ქვემო ფონიჭალის დასახლება).​ უკუმიმართულება: რუსთავის გზატკეცილი (ქვემო ფონიჭალის დასახლება) – ჟ. შარტავას გამზირი – ხალხთა მეგობრობის გამზირი – გმირთა მოედანი – მ. კოსტავას გამზირი – ფიროსმანის ქუჩა – გ. ნიკოლაძის ქუჩა – ი. ჭავჭავაძის ქუჩა – დონეცკ მეტალურგების ქუჩა – შოთა რუსთაველის ქუჩა – რუსთავის რკინიგზის სადგური.

მეორე მარშრუტი – გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორია – ხალხთა მეგობრობის გამზირი – ჟ. შარტავას გამზირი – რუსთავის გზატკეცილი (ქვემო ფონიჭალის დასახლება). ​უკუმიმართულება: რუსთავის გზატკეცილი (ქვემო ფონიჭალის დასახლება) – ჟ. შარტავას გამზირი – ხალხთა მეგობრობის გამზირი – გმირთა მოედანის მიმდებარე ტერიტორია.

მესამე მარშრუტი – ჟ. შარტავას გამზირის №25-ის მიმდებარე ტერიტორია (რუსთავის გასასვლელი) – რუსთავის გზატკეცილი (ქვემო ფონიჭალის დასახლება).​ უკუმიმართულება: რუსთავის გზატკეცილი (ქვემო ფონიჭალის დასახლება) – ჟ. შარტავას გამზირის №25-ის მიმდებარე ტერიტორია (რუსთავის შესასვლელი).