აზერბაიჯანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

2019-02-06 02:06:15
1359

აზერბაიჯანში 5.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მედიის ინფორმაციით, ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები ქვეყნის დედაქალაქ ბაქოშიც იგრძნობოდა.

მიწისძვრა ადგილობრივი დროით 23:41 საათზე დაფიქსირდა. როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, ბიძგები სტიქიიდან ათ წუთში განმეორდა.

ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.