აშშ–ის ელჩი პროკურატურაზე: "გვინდა, რომ გაძლიერდეს ეს ინსტიტუცია, მეტად გამჭვირვალე იყოს"

2019-01-27 19:56:38
281

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის საქართველოში როს უილსონის განცხადებით, 

ამის შესახებ ელჩმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა ''კვირის მთავარ“-ში სტუმრობისას განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე: საზოგადოებამ სამართლიანი მიდგომების აუცილებლობა არაერთხელ შეახსენა ხელისუფლებას და პროკურატურას სხვადასხვა ფორმით - ქუჩის აქციები, პროტესტი, გამოსვლები... არაერთი საქმის გამოძიების მიმართ არსებობს უნდობლობა, არსებობს გამორჩეული საქმეებიც - მაგალითად, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე, ხორავას ქუჩის საქმე, მაჩალიკაშვილის საქმე... რა აკლია დღეს საქართველოს პროკურატურას იმისათვის, რომ ამ უწყების მიმართ საზოგადოებაში არ არსებობდეს ამდენი კრიტიკული კითხვა? 

ელჩმა განაცხადა: "ვფიქრობ, პროკურატურის როლი, ნებისმიერ ქვეყანაში ძალიან რთულია და ბევრ გამოწვევას უკავშირდება.  პროკურატურის  მოვალეობაა კანონის აღსრულება, საზოგადოების და ადამიანების დაცვა.  საქართველოშიც ეს არის პროკურატურის საქმე - ხალხის დაცვა კრიმინალისაგან და სხვადასხვა სახის  საფრთხისაგან. მაგრამ ამავე დროს, არის იმგვარი საკითხებიც,  თქვენ რომ ახსენეთ - როცა ხალხი  ფიქრობს, რომ სათანადო ნაბიჯებია გადასადგმელი საზოგადოების დასაცავად.  მე უკვე ვისაუბრე სასამართლო სისტემის მხარდაჭერაზე და გეტყვით რომ, წლების განმავლობაში, ჩვენ საგანგებო პროგრამები გვქონდა საქართველოს პროკურატურის მხარდასაჭერადაც. გვინდა, რომ  გაძლიერდეს ეს ინსტიტუცია, მეტად გამჭვირვალე იყოს  და ცვლილებებს  მეტი მხარდაჭერა ჰქონდეს საქართველოს საზოგადოებაში. დაბოლოს, კვლავ გავიმეორებ რითიც დავიწყე - ძალიან რთულია, რომ ერთი მხრივ გიწევდეს კანონის აღსრულება და მეორე მხრივ,  სამართლიანი ჩანდე ყველა მხარეს მხრიდან,  ვინც შესაძლოა,თავად იყოს ამ პროცესების მონაწილე". 

სრული ინტერვიუ იხილეთ: http://ajaratv.ge