ლადო მგალობლიშვილმა პირდაპირ ეთერში მინერალური სასუქი ”კარბამიდი” შეჭამა

19 January, 2019   4 კვირის 1 დღის წინ
466

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ლადო მგალობლიშვილმა დღეს აჭარის საზოგადოებრივი ტელეარხის პირდაპირ ეთერში გრანულირებული კარბამიდი შეჭამა.

დეპუტატის ამ გადაწყვეტილების მიზანს იმის დამტკიცება წარმოადგენდა,  რომ ბათუმის პორტში კარბამიდის ტერმინალის აშენება სრულიად უსაფრთხოა და მოსახლეობისთვის არანაირ რისკებს არ შეიცავს

შეგახსენებთ, რომ ბათუმის პორტში გრანულირებული კარბამიდის ტერმინალის მშენებლობის შესახებ შეთანხმებას რამდენიმე დღის წინ უმსხვილეს ამერიკულ  კომპანია ,,trammo''-სა და საერთაშორისო კომპანია ,,Wondernet Express'-ს' შორის მოეწერა ხელი. დოკუმენტის მიხედვით, მხარეები ბათუმის პორტში ერთობლივ ინვესტირებას განახორციელებენ და ულტრათანამედროვე ტერმინალს ააშენებენ.