აფხაზეთიდან ზუგდიდში გრიპის ვირუსის ნიშნებით ორი ბავშვი გადმოიყვანეს

2019-01-11 14:23:44
115

 

გრიპის ვირუსის ნიშნებით ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ორი ბავშვი მოათავსეს. კლინიკის სამედიცინო მენეჯერმა სულხან ორჟონიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანა არც ერთ მათგანს არ დასჭირდა.

სულხან ორჟონიას ინფორმაციით, ბოლო სამ დღეში 15-დან 51-მდე გაიზარდა გრიპის ვირუსის ნიშნებით ჰოსპიტალში გადაყვანილი პაციენტების რაოდენობა. მათგან მძიმე მდგომარეობაშია ერთი მამაკაცი, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ბოლო ორი თვის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „ღორის გრიპით“ ორი ადამიანი გარდაიცვალა.