თეირანი ადასტურებს, რომ აშშ-ის სამხედრო ფლოტის ვეტერანი დააკავა

2019-01-10 20:38:11
185

ოფიციალური თეირანის განცხადებით, მას აშშ-ის სამხედრო ფლოტის ვეტერანი ჰყავს დაკავებული.

"ნიუ იორკ ტაიმსი" 7 იანვარს იტყობინებოდა, რომ მაიკლ უაიტი ირანში სტუმრობისას ივლისში დაუდგენელი ბრალდებით დააპატიმრეს. 9 იანვარს ირანის სახელმწიფო სააგენტოირნამ გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ბაჰრამ ღასემის განცხადება, რომელიც ადასტურებს დაპატიმრების ფაქტს. თუმცა, ღასემის არ დაუდასტურებია, როდის მოხდა ეს ან რა ბრალს უყენებენ უაიტს. ღასემის სიტყვებით, ირანმა აშშ-ის მთავრობას ცნობა მიაწოდა ქალაქ მაშჰადში „გარკვეული დროის წინ“ უაიტის დაკავებიდან რამდენიმე დღეში. მისი თქმით, უაიტის საქმე იურიდიულ პროცედურას გადის და ოფიციალური პირები განცხადებას გაკეთებენ.