კობი-გუდაურის გზაზე შეზღუდვებია

2019-01-08 11:42:09
86

კობი-გუდაურის საგზაო მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანიავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეზღუდულია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს და მოძრაობა ეტაპობრივად განახლდება.

„შეზღუდვები წესდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანიავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს პერიოდულად, რამდენადაც საჭიროა. ამ ეტაპზე, გაჩერებულია სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებები, დანარჩენი ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს მოძრაობას. შეფერხება ფიქსირდება მლეთამდე, თბილისიდან მლეთის მონაკვეთამდე და სტეფანწმინდიდან კობის მონაკვეთამდე“, – განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი წერეთელმა.