პუტინმა ახალი წლის მისალოცთა სიაში ზურაბიშვილი და პოროშენკო გამოტოვა

2018-12-31 10:01:06
308

საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები - სალომე ზურაბიშვილი და პეტრო პოროშენკო არ აღმოჩნდნენ კრემლის მიერ გამოქვეყნებულ უცხოეთის ქვეყნების პირველი პირების იმ სიაში, ვისაც რუსეთის ლიდერი დამდეგ ახალ წელს ულოცავს,- იუწყება „რია ნოვოსტი“.

ამავე ვებ-გვერდის ინფორმაციით, პუტინმა დამდეგი ახალი წელი სულ 40 ქვეყნის ლიდერებს მიულოცა, რომელთა შორის არიან ევროპელი ლიდერები, ასევე აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის პირველი პირები.