"ირანმა შესაძლოა, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას გადახედოს"

2018-12-24 10:34:51
1033

ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომისიის წევრის ალირეზა რაჰიმის განცხადებით, "თუ ირანელი მოქალაქეების დეპორტაციის ან საქართველოში შესვლის აკრძალვის საკითხი არ მოგვარდება, შესაძლოა, ირანმა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას გადახედოს" 

„თუ საქართველო არ შეასრულებს 2010 წლის შეთანხმების პირობებს და უარს იტყვის მათ განხორციელებაზე, ჩვენმა ქვეყანამ შესაძლოა, გადახედოს ამ შეთანხმებას“, - განაცხადა ირანელმა პარლამენტარმა ქვეყნის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ICANA"–სთან საუბრისას.

შეგახსენებთ რომ, ცოტა ხნის წინ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოსა და კავკასიის რეგიონში არასაჭირო მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. მიზეზად ირანის მოქალაქეების საქართველოში შესვლაზე "გაურკვეველი მიზეზებით" უარის თქმა სახელდება.