თამარ მეარაყიშვილი: “ჩემთვის ეს არის მოტივაცია, ხელები არ ჩამოვუშვა”

2018-12-14 20:07:38
645

საქართველოში ნიდერლანდებისა და საფრანგეთის საელჩოებმა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით რიგი ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები დააჯილდოეს, რომლებსაც ამ საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ. სამეულში მოხვდა ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილიც, რომელიც ადამინის უფლებათა დაცვის სფეროში პრემიით დაჯილდოვდა.

პრემია ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში “ტიტა” ნიდერლანდების მთავრობის ინიციატივაა. მიზანს იმ პირთა დამსახურების აღიარება წარმოადგენს, ვინც თავდაუზოგავად და რისკის ფასად იღწვის სხვათა უფლებების დასაცავად. თამარის თქმით, იმის შესახებ, რომ პრემიაზე იყო ნომინირებული, მან ორი კვირის წინ შეიტყო, როდესაც საქართველოში ნიდერლანდების საელჩოდან დაურეკეს და კითხვების დასმა დაუწყეს. საბოლოო ჯამში, საუბარი ორ საათს გაგრძელდა.

დაჯილდოებას სამოქალაქო აქტივისტი არ დასწრებია – მას საბუთები აქვს ჩამორთმეული და გადაადგილებას ვერ ახერხებს, ჯილდო მის ქალიშვილს – ანას გადაეცა. თუმცა თამარი დაჯილდოების ცერემონიის მიმდინარეობისას ტელეფონით ჩაერთო და დამსწრე საზოგადოების ოვაციები დაიმსახურა.

2008 წლამდე მეარაყიშვილი ახალგორის ბავშვთა სახელოვნებო სახლის დირექტორის მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობდა. ყველაფერი შეიცვალა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, როცა მან, ბევრისგან განსხვავებით, ოკუპირებულ რეგიონში დარჩენის გადაწყეტილება მიიღო.

პირველი კონფლიქტი და, შესაბამისად, სამოქალაქო აქტივისტის როლში მეარაყიშვილის დებიუტი რაიონის იმჟამინდელი ქართული ხელმძღვანელობის განცხადებას მოჰყვა, თითოს მას ახალგორის რაიონის დატოვება რუსულ ჯარებთან შეტაკების შემდეგ მოუწია. მეარაყიშვილმა მაშინ ქართულ მედიას განუცხადა, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ რაიონი ჯარების გამოჩენამდე ერთი დღით ადრე დატოვა, ისე, რომ მოსახლეობაზე საერთოდ არ უზრუნია, დამშვიდობებისას კი დაიბარა, მალე დავბრუნდებით და მანამდე პანიკას არ აჰყვეთო.

მეორე კონფლიქტი მაშინ მოხდა, როდესაც 2008 წლის ზამთარში ახალგორს გაზი გაუთიშეს და ადგილობრივები იყინებოდნენ. საქართველოს ხელისუფლებამ მაშინ განაცხადა, რომ ეს პირადად ედუარდ კოკოითის მიერ ორგანიზებული დივერსია იყო. თუმცა თამარმა კვლავაც დააფიქსირა განსხვავებული პოზიცია, თქვა, რომ გაზი ქართული ხელისუფლების მიერ იყო გათიშული და მას კონკრეტული პირის დასახელებაც შეეძლო. მის განცხადებას მაშინ დიდი სკანდალი მოჰყვა და წლის მიწურულს ტელევიზიებმა მეარაყიშვილის გადაცემებზე მიწვევა დაიწყეს.

თამარის დაჯილდოების ამბავი ოკუპირებულ რეგიონში განსხვავებულად აღიქვე. და ეს – მიუხედავად იმისა, რომ მეარაყიშვილს იქ ბევრი მეგობარი ჰყავს. ბევრი მოვლენებს კონფლიქტის პრიზმაში განიხილავს.

«თამარ მეარაყიშვილის საზოგადოებრივ საქმიანობას არაფერი აქვს საერთო უფლებადაცვით საქმიანობასთან… თამარ, პირადად არაფერს გერჩი, უდავოდ იმსახურებ პატივისცემას, თუმცა ხომ ცხადია, რომ შენი პრემია – ეს ჩვენს რესპუბლიკაზე ზეწოლისა და დისკრედიტაციის ელემენტია. ეს პოლიტიკაა, რომელშიც თავის ჩათრევის შესაძლებლობა მიეცი ჩვენს საზიანოდ და მათ სასარგებლოდ» - წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი ოსი მომხმარებელი.

როგორც ამასთან დაკავშირებით “ეხო კავკაზას” მიმომხილველი მურატ გუკემუხოვი აღნიშნავს, მსგავსი რეაქცია ალბათ, გაუთვითცნობიერებლობითაა გამოწვეული. რეგიონში ცოტა რამ თუ იციან თამარის საქმიანობის შესახებ, მათ შორის – ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

გუკემუხოვი ხათუნა ჩარაევას ისტორიას იხსენებს – ახალგორელი ოსი ქალის, რომელიც 2009 წლის ბოლოს ქართულ საგუშაგოზე თითქოსდა 30 ათასი ყალბი დოლარის გადატანის მცელობისას დააკავეს. თამარმა მაშინ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიმართა, ასევე რიგი დიპწარმომადგენლობები და ჟურნალისტები ჩარია და განაცხადა, რომ ეს უდანაშაულო გლეხი ქალი პროვოკაციის მსხვერპლი იყო. მეარაყიშვილმა ამ საქმისადმი იმხელა ყურადღების მიზიდვა შეძლო, რომ 2010 წლის დასაწყისში ჩარაევი სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ან, მაგალითად, 2011 წლის ივნისში მცხეთის რაიონში რომ ბადრი გოგიაშვილი დააკავეს ასაფეთქებელი მოწყობილობით, რომელიც ვითომდა თბილისში ნატოს ოფისში დაგეგმილი ტერაქტისთვის იყო განკუთვნილი. დაკავებულმა ბრალეულობა აღიარა და განაცხადა, რომ ტერორისტული აქცია მას ალექსეი სოკოლოვმა – ცხინვალის რეგიონში რუსეთის სასაზღვრო ძალების ხელმძღვანელის მოაგილემ, ახალგორის რაიონის მილიციიის განყოფილების უფროსმა ვლადიმირ პეტუხოვმა და მილიციის თანამშრომელმა ვლადიმირ ქიბილოვმა დაუკვეთეს. თამარი ერთადერთი იყო, ვინც განუცხადა ქართულ მხარეს, რომ პირადად იცნობდა ოს მილიციელებს და ეს ადამიანები ამის ჩამდენები არ იყვნენ. ბევრი მაშინ ეკითხებოდა თამარს, ესმოდა თუ არა მას, ვის წინაააღმდეგ ილაშქრებდა და აცნობიერებდა თუ არა მოსალოდნელ შედეგებს.

როგორც გუკემუხოვი აღნიშნავს, მომხდარა ასევე გატაცებები ქართულ საგუშაგოზე, რომელშიც ასევე თამარი ჩარეულა, გამოუყენებია საკუთარი კავშირები, თუმცა საზოგადოებრივი ყურადღების მიქცევის გარეშე, რადგან უპირველესად, გატაცებულთა ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა .

იყო ასევე ისტორია ოს ბავშვებთან დაკავშირებით, რომლებიც წითელი ჯვრის შუამავლობით თბილისში გაგზავნეს სამკურნალოდ, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მეტისმეტად მძიმე აღმოჩნდა, მკურნალობა – მეტისმეტად ძვირი და ბავშვები, რომ იტყვიან, კლინიკებში ჩარჩნენ. სწორედ თამარის თხოვნით, და ამას ცხინვალში თვითმხილველები ჰყავს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მაშინ ბავშვების მშობლებს ვალები ჩამოუწერა.

სხვათა შორის, ერთი წლის წინ, როდესაც თამარი ოსური უშიშროების თანამშრომლებმა გაიტაცეს, ერთ-ერთი კითხვა, რომელიც მას დაუსვეს, იმაში მდგომარეობდა, რა ინტერესი ჰქონდა, როცა ცხინვალელი ბავშვებისთვის თანხებს ეძებდა.

თამარის ისტორიის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი თავისუფლად ურთიერთობს მნიშვნელოვან პერსონებთან, ისინი კი მას ერთი მარტივი მიზეზის გამო ესაუბრებიანის არ იტყუება. ჩინოსნებს სიმართლე საზღვრის არც ერთ მხარეს არ უყვართ. თამარი ხუთგზის გაათავისუფლეს სამსახურიდან სამოქალაქო პოზიციის გამო: ორჯეროსებმა, სამჯერ - ქართველებმა. ორივე მხარეს ნამყოფია სასამართლოში” - აღნიშნავს გუკემუხოვი.

«ნამყოფი ვარ მის სასამართლო პროცესებზე მცხეთაში და კარგად მახსოვს, როგორ პრიციპულ პოზიციებს აფიქსირებდა თამარი. ჩემთან მოდიოდნენ და მთხოვდნენ, იქნებ დაგვაკავშირო და მასთან მოლაპარაკება შევძლოთ, რომ შეწყვიტოს ჩვენი კრიტიკაო. ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენს მიიღებდა, საკუთარ პრინციპულობაზე უარი რომ ეთქვაახლა სადმე ვილაში იცხოვრებდა, ძვირადღირებული მანქანით ივლიდა და ოჯახის წევრებიც მოწყობილები ეყოლებოდნენ. თუმცა დღეს კაპიკებს აგროვებს ადვოკატის მომსახურების ღირებულების დასაფარად» - აღნიშნავს წარსულში ჟურნალისტი, ამჟამად კი საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის ანალიტიკოსი ოლესია ვართანიანი.

წარსულში ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს მეარაყიშვილი წარდგენილი ჰყავთ გაეროს ადამიანის უფლებათა და ვაცლავ ჰაველის სახელობის პრემიებზეც. როგორც ვართანიანი ამბობს, ეს “არა სამხრეთ ისეთის საკბენად, არამედ თამარის დასაცავად კეთდება, თანაც ორივე მხარეს, რადგან მას არაკეთილმოსურნეები იქითაც ჰყავს და აქეთაც”.

თავად მეარაყიშვილი ამბობს, რომ სამოქალაქო აქტივისტის ცხოვრება მარტივი არ არის: უმუშევრობის სამი წელი, ნახევარწლიანი გამოძიება, დოკუმენტების გარეშე, გადაადგილების შეზღუდვის პირობებში ყოფნა:

«როდესაც პრემიაზე წარმადგენენ ან მაჯილდოებენ, ჩემთვის ეს მოტივაციაა, ხელი არ ჩამოვუშვა – არა იმდენად ადამიანების დასაცავად, არამედ უბრალოდ სიცოცხლისთვის, რადგან ჩემთვის ეს ვითარება მარტივი არ არის. იმაში, რომ სამართლიანობის იმედს არ ვკარგავ, უდიდესი წვლილი ჩემს ცხინვალელ მეგობრებს მიუძღვით. ისინი გვერდში მიდგანან და იმაზე მეტსაც კი აკეთებენ, ვიდრე შეუძლიათ».

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გამოიყენება