ინგუშეთში საჰაერო დაზვერვის ქვედანაყოფი ჩამოაყალიბეს

2018-12-14 17:58:36
382

რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის 58-ე არმიის საარტილერიო დანაყოფის ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატების ქვედანაყოფი ჩამოაყალიბდა, რომელიც ინგუშეთში იქნება დისლოცირებული.

რუსული მედიის ინფორმაციით, ქვედანაყოფი ტექნიკური განათლებისა და კომპიუტერული ტექნიკის მცოდნე სამხედროებითაა დაკომპლექტებული, რომლებმაც უპილოტო საფრენი აპარატების ცენტრში სპეციალური მომზადება გაიარეს. თავად საფრენი აპარატები კი ქვედანაყოფს სამხედრო დაზვერვის საწარმოებლად 2019 წლის იანვარში გადაეცემა.   

ცნობისთვის: უპილოტო საფრენ აპარატებს საბრძოლო ამოცანების შესრულება დღე–ღამის ნებისმიერ დროს შეუძლიათ, ვინაიდან ფოტო–,ინფრასტრუქტურული და ვიდეო – მოდულებით არიან აღჭურვილები, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია კარგად შენიღბული მოწინააღმდეგის დაფიქსირება ისე, რომ თავად შეუმჩნეველი დარჩე.