ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მერაბიშვილის საქმეზე ხელახალი გამოძიება მოითხოვა

2018-12-06 20:09:20
316

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს ექს–პრემიერ ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო.

დოკუმეტში აღნიშნულია, რომ ყოფილი პრემიერ–მინისტრის მიმართ დაირღვა მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი, რადგან არ არსებობდა მისი წინასწარ პატიმრობაში დატოვების საკმარისი საფუძვლები.

კომიტეტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ჩაატაროს ახალი გამოძიება, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება მონაწილე პირების ინსტიტუციონალური და პრაქტიკული დამოუკიდებლობა და გააფართოვოს გამოძიების არეალი, რათა დადგინდეს ვანო მერაბიშვილის მიმართ უფლებების დარღვევის შესაძლო გავლენა მის წინააღმდეგ წარმოებულ სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე. 

ამასთან, კომიტეტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დაასრულოს საქმის გამოძიება სწრაფად და საფუძვლიანად.

კომიტეტმა აღნიშნა, რომ საკითხს დაუბრუნდება არაუგვიანეს 2019 წლის 1 ივნისისა.

ცნობისთვის: 2017 წლის 28 ნოემბერს ევროსასამართლოს დიდმა პალატამ ვანო მერაბიშვილის საქმეზე, მოსარჩელის ციხიდან გაყვანის ეპიზოდზე დაყრდნობით, სახელმწიფოს მხრიდან კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა (5§1-თან ერთობლიობაში) დაადგინასასამართლომ დაადგინა, რომ მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობას ჰქონდა სხვა უკანონო მიზანიც - მოეხდინათ მასზე მორალური ზეწოლა და ეიძულებინათ, გამოძიებისათვის მიეცა ინფორმაცია სხვა საქმეებთან დაკავშირებით, რომლებსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდათ საკუთრივ მერაბიშვილისათვის წაყენებულ ბრალდებასთან.