“Washington Post”: არათავისუფალი არჩევნები საქართველოს პოსტსაბჭოთა ტყვეობაში დააბრუნებს

2018-11-28 00:44:24
373

გავლენიანამერიკული გამოცემა “Washington Postსაქართველოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების 28 ნოემბრისთვის დაგეგმილ II ტურს ეხმიანება და განუმარტავს მკითხველს, რატომ არის ეს არჩევნები ესოდენ მნიშვნელოვანი არა მარტო თავად საქართველოსთვის, არამედ დასავლეთისთვისაც.

 როგორც სტატიაშია აღნიშნული, II ტურში საქართველო “ან იმის დემონსტრირებას მოახდენს, რომ გამოდის გარდამავალი პოსტსაბჭოთა დემოკრატიის სტადიიდან და ევროპულ ოჯახში ადგილს იმსახურებს, ან სერიოზულ დარტყმას მიაყენებს მოდერნიზებადი დემოკრატიის საკუთარ იმიჯს და კვლავ პოსტსაბჭოთა ტყვეობას დაუბრუნდება”.

«მთავარია, არჩევნები იყოს მშვიდობიანი, თავისუფალი, სამართლიანი და მათი შედეგები ორივე მხარემ აღიაროს, განურჩევლად იმისა, ვინ გახდება გამარვებული კანდიდატი. 28 ოქტომბერს, I ტურის დროს ემოციები ზღვარს სცდებოდა, პოლიტიკური დებატები კი ხშირად ამაზრზენი ურთიერთშეურაცხყოფის გაცვლის ფორმას იძენდა. მაშინ ძალადობისა და არეულობის საფრთხე რეალობას უახლვდებოდა» - ნათქვამია სტატიაში.

როგორც ავტორი აღნიშნავს, საქართველო უკვე იქცა გამონაკლისად პოსტსაბჭოთა სივრცეში: ქვეყანამ მიაღწია გაცილებით უფრო დიდ წარმატებას დემოკრატიული ინსტიტუციონალური მშენებლობის, ეკონომიკური რეფორმებისა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ვიდრე ყველა დანარჩენმა პოსტსაბჭოთა სახელმწიფომ (ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოკლებით), ასევე შეიტანა მნიშვნელოვანი წვლილი ავღანეთში ნატო-ს მისიაში.

თუმცა საქართველო კვლავინდებურად აწყდება გამოწვევებს. მედია სრულად პოლიტიზირებული გახდა: მსხვილი სახელისუფლებო და ოპოზიციური ტელეარხები ღიად ეწევიან აგიტაციას შესაბამისი კანდიდატების სასარგებლოდ, ხოლო ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანი მმართველ პოლიტიკურ ძალას აფინანსებს. რუსეთი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, იყენებს დეზინფორმაციასა და კიბერშეტევებს, რათა არჩევნებზე გავლენა იქონიოს” - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

ავტორის აზრით, «თუ საქართველო ვერ შეძლებს თავისუფალი და სამართლიანი II ტურის ჩატარებას, ბევრ ევროპულ დედაქალაქში მყოფი სკეპტიკოსებისთვის ეს დასტური იქნება იმისა, რომ ქვეყანა მზად არ არის, დასავლეთის ნაწილი გახდეს»

ამასთან, მისივე შეფასებით, მშვიდობიანი არჩევნები და მათი შედეგების პროცესის ყველა მონაწილის მიერ აღიარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც თავად საქართველოსთვის, ისე დასავლეთისთვისაც.

«თუ საქართველო მოახერხებს, გახდეს სტაბილური დემოკრატია მზარდი საბაზრო ეკონომიკით, ამას სერიოზული შედეგები ექნება უკრაინისთვის, სომხეთისთვის და სხვა პოსტსაბჭოთაქვეყნებისთვის, რუსეთის ჩათვლით», — წერს “Washington Post”.