ქართული ფეისბუქ–გვერდები, რომლებიც დეზინფორმაციას და ანტიდასავლურ პროპაგანდას ავრცელებენ

2018-11-27 19:25:08
396

კვლევითმა ორგანიზაცია CRRC-საქართველომ ქართული ფეისბუქ–გვერდები გამოავლინა, რომლებიც დეზინფორმაციას და ანტიდასავლურ პროპაგანდას ავრცელებენ.

როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პროექტის „ანტიდასავლური დისკურსის ბარომეტრი“ კვლევის პრეზენტაციისას განაცხადეს, წარმოდგენილი ანალიზი 70-მდე ფეისბუქ–გვერდის მონიტორინგს ემყარება.

„კვლევის ფარგლებში CRRC-მ გააანალიზა 70-მდე Facebook გვერდისა და ჯგუფის პოსტები, კომენტარები, რეაქციები და გაზიარებული ინფორმაცია. შედეგები გვიჩვენებს, თუ რამდენად იზრდება ანტიდასავლური ჯგუფების რაოდენობა სოციალურ მედიაში, რა წყაროებს იყენებენ ისინი, როგორი ტონით საუბრობენ დასავლეთისა და რუსეთის შესახებ“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

როგორც „ანტიდასავლური დისკურსის ბარომეტრის“ პრეზენტაციაზე ითქვა, იმ გვერდების რაოდენობა, რომლებიც ანტიდასავლურ და რადიკალური მემარჯვენე შინაარსის პოსტებს ავრცელებენ, განსაკუთრებით ბოლო სამი წელის განმავლობაში გაიზარდა.

CRRC-საქართველოს მონაცემებით, დეზინფორმაციას და ანტიდასავლურ პროპაგანდას ყველაზე ხშირად შემდეგი ფეისბუქ–გვერდები ავრცელებენ:

  1. ქართული მარში
  2. წინააღმდეგობა / Resistance
  3. ქართული ძალა
  4. Antiliberal Channel
  5. Antiliberal Channel 2
  6. წითელი აბი - აღდგენილი
  7. ქართული ნაციონალისტური ლეგიონი
  8. მეოცნებე
  9. ახალგაზრდა პატრიოტები

10. ეროვნული ლეგიონი

11. 14/72

12. ქართველი მეამბოხე

13. ედელვაისი

14. ნაციონალისტური გამოღვიძება

15. Geo Pepe

16. მედია-კავშირი ობიექტივი

17. მამული, ენა, სარწმუნოება

18. ბახტრიონი 1659 - Bakhtrioni 1659

19. თურქული ოკუპაცია

20. ზნეობა

21. აბორტი ბავშვების მკვლელობაა

22. ქართული იდეა

23. ქართული აზრი

24. საინფორმაციო გვერდი

25. ანტი-პარადოქსი

26. Alpha Dominant

27. კონსტანტინე მორგოშია

28. ქართული სული

29. გასტროლიორი

30. ნუ გამოლიბერალდები,იაზროვნე

31. აინიუსი

32. ეროვნული ლეგიონი

33. ქართული ძალა/Georgian Power

34. ქართული ძალა

35. წინააღმდეგობის მოძრაობა / ბრძოლა მომავლისთვის

36. გრიშა ონიანი

37. ეროვნული იდეა

38. იბერიული ერთობა

39. ივერონი

40. საქართველოს ეროვნულ-კონსერვატიული საზოგადოება

41. კარდჰუ

42. საქართველოს სულიერი მისსია

43. ქართველი ნაციონალისტები

44. დამოკლესი

45. ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

46. ალტ-ინფო

47. Welcome to Georgia

48. ნაციონალისტური ლეგიონი/Nationalistic Legion

49. ევროპის დაცემა

50. ეროვნულ სოციალისტური მოძრაობა ,,საქართველოს ეროვნული ერთობა”

51. ეროვნული გამოღვიძება

52. ეროვნება-ქართველი

53. ქართველები საქართველოსთვის

54. The Kartvelians Sarcastic Memes Empire

55. ქართველთა მიმების იმპერია

56. ლიბერალიზმი? შენ მეისპე

57. ქართველი „ლიბერალი”

58. დედაქალაქი

59. ლადო სადღობელაშვილი

60. ეროვნულ რელიგიური ინსტიტუტი

61. euronews.ge

62. მეხუთე კოლონა

63. თოქ-შოუ ფალავანდიშვილთან

64. მსოფლიო საოჯახო კონგრესი

65. ერეკლე მეორის საზოგადოება