7 თვის განმავლობაში ყველაზე მეტი შემოწირულობა “ევროპულმა საქართველომ” მიიღო

2018-08-10 14:25:14
239

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის აინვრიდან ივლისის ჩათვლით პარტიებს შორის შემოწირულობის სახით ყველაზე მეტი თანხა “ევროპულმა საქართველომ” მიიღო.

პარტიამ საანაგრიში პერიოდში შემოწირულობის სახით 274 224 ლარი მიიღო. მეორე ადგილს 119 997 ლარის ოდენობის შემოწირულობით “ახალი საქართველო” იკავებს. მესამე ადგილზე „ქართულმა ოცნება“ არის, რომლსაც 93 025 ლარი შესწირეს.

დანარჩენი პარტიები შემდეგნაირად გამოიყურება: „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 69 179 ლარი მიიღო; ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი 35 289ლარი;  საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია  – 18 000 ლარი; მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის – 11 613 ლარი; ახალი მემარჯვენეები – 4 400 ლარი; ეროვნული ფორუმი – 3 180 ლარი; ახალ ქრისტიან დემოკრატები –  2 000 ლარი; თავისუფალი დემოკრატები – 800 ლარი; საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია – 774 ლარი; პროგრესულ-დემოკრატიული  მოძრაობა – 482 ლარი; ეროვნულ-დემოკრატიული პარტია – 404 ლარი; საქართველოს რესპუბლიკური პარტია – 225 ლარი.