რუსეთ–საქართველოს ურთიერთობებს დაძაბულად რუსეთის მოქალაქეების მხოლოდ 7% მიიჩნევს

2018-08-10 12:50:20
654

ბოლო 5 წლის განმავლობაში რუსეთის მოქალქეებმა საქართველოსთან ურთიერთობების უფრო დადებითად შეფასება დაიწყეს და იმ მოქალქეთა რაოდენობა, რომლებიც თბილისთან ურთიერთობებს დაძაბულად აფასებენ 22-დან 7%–მდე შემცირდა, – ასეთია საზოგადოებრივი აზრის რუსული ცენტრის ახალი კვლევის შედეგები.  

„რუსეთ საქართველოს ურთიერთობები სადღეისოდ ნაკლებ ნეგატიურად ფასდება, ვიდრე 5-10 წლის წინ. თუ 2013 წელს მათ დაძაბულად რუსეთში გამოკითხული ყოველი მე–5 მოაქალაქე ანუ ჯამში რესპონდენეტების 22% აფასედა სადღესიოდ მათი რაოდენობა 7%–მდე არის შემცირებული და პირიქით იმატებს მათი რაოდენობა, ვინც თვლის, რომ რუსეთ–საქართველოს ურთიერთობები ნორმაშია: მათი რაოდენობა 2013 წლის შემდეგ 24-დან 31%–მდე არის გაზრდილი“, – ნათქვამია კვლევაში.

გრილად რუსეთ–საქართველოს ურთიერთობებს ასევე ნაკლები რესპონდენტი აფასებს: მათი რაოდენობა 2013 წლის შემდეგ 35-დან 29%–მდე არის შემცირებული. მეგობრულად რუსეთ–საქართველოს ურთიერთობებს მეტი მოქალაქე აფასებს: სადღეისოდ ასეთი 7%–ია, მაშინ , როცა 2013 წელს 2% იყო.

ასევე გაიზარდა რუსეთ–საქართველოს ურთიერთობების კეთილმეზობლურად შემფასებელი მოქალაქეების რაოდენობა: 2013 წელთან შედარებით, მან 4-დან 7%–მდე მოიმატა.

„ქვეყნებს შორის კონფლიქტების უმრავლესობა, ადრე თუ გვიან, ცხრება. ეს ხდება რუსეთ –საქართველოს შემთხვევაშიც – ნელი ტემპით, თუმცა გარდაუვალად. და ამაში არცთუ უკანასკნელი წვლილი რიგით მოქალაქეებს მიუძღვით. რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობას, ქართველების მიმართ თბილი გრძნობები აქვთ“, – განაცხადა ცენტრის კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სტეფან ლვოვმა.

კვლევა 2018 წლის 6 აგვისტოს სატელეფონო ინტერვიუს გზით ჩატარდა. მასში 1,6 ათასმა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა. სტატისტიკური ცდომილება 2,5%–ს შეადგენს.