ალან დუნკანი: "ტრაგედიაა, რომ საქართველო კვლავაც დაყოფილია"

2018-08-07 13:47:23
727

დიდი ბრიტანეთის ევროპის და ამერიკის საქმეთა მინისტრი ალან დუნკანი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტიდან 10 წლის თავზე სპეციალურ ვიდეო მიმართვას ავრცელებს.

"დღეს დიდი მწუხარებით ვიგონებთ 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ საქართველოს კონფლიქტის დროს დაღუპულებს. ათასობით იძულებით გადაადგილებული პირი ჯერ კიდევ ვერ ახერხებს საკუთარ სახლში დაბრუნებას. ტრაგედიაა, რომ საქართველო კვლავაც დაყოფილია" – ნათქვამია მიმართვაში.