500 გვერდი თამარის შესახებ და 10 თვის თავზე განსაზღვრული სტატუსი

2018-06-13 16:30:37
604

ახალგორის რაიონის დე ფაქტო პროკურატურამ ადგილობრისამოქალაქო აქვისტ თამარ მეარაყიშვილს ბრალი ოფიციალურად წადგინ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დე ფაქტო უწყება ქალბატონის სტატუსთან დაკავშირებით, როგორც იქნა, ჩამოყალიბდა – თამარის წინააღმდეგ პირველი საქმის აღძრვიდან 10 თვის თავზე.

დე ფაქტო პროკურატურის უწყისიდან ცნობილი გახდა, რომ წინა ბარლდებებს დაემატა კიდევ ერთი – 324-ე მუხლით გათვალისწინებული “უკანონო მოპოვება ან გასაღება ოფიციალური დოკუმენტებისა ან სახელმწიფო ჯილდოებისა, რომლებიც პირს უფლებებს ანიჭებს, ან ვალდებულებებისგან ათავისუფლებს), რაც ერთ წლამდე იძულებითი გამოსასწორებელი სამუშაოებით, ან 3 თვემდე პატიმრობით ისჯება.

მანამდე, გასული წლის აგვისტოში თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 128-ე მუხლის მეორე ნაწილით (ცილისწამება, ანუ საინფორმაციო საშუალებებში წინასწარი განრზახვით მცდარი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც პირის პატივსა და ღირსებას ლახავს) აღიძრა. დაზარალებულ მხარედ აქ მმართველი პარტია “ერთიანი ოსეთის” რეგიონული განყოფილება გვევლინებოდა. საქმეს საფუძვლად დაედო თამარის განცხადება, რომელიც მან დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში ანატოლი ბიბილოვის გამარჯვების შემდეგ «Эхо Кавказа»-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა - “ახლა პარტიელები ლენინგორის [ახალგორის] რაიონში მსუყე ადგილებს ირგებენო».

მოგვიანებით რაიონულმა დე ფაქტო პროკურატურამ ცალკე წარმოებად გამოყო კიდევ ერთი - 327-ე მუხლის მე-3 ნაწილით (უკანონო მოპოვება დოკუმენტისა, რომელიც პირს უფლებებს ანიჭებს) აღძრული საქმე. აღნიშნული მუხლი 2-წლიან გამოსასწორებელ სამუშაობს, ან 6 თვემდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. ამ ეპიზოდში ბრალდების არგუმენტი ასეთია: დაკავებისა და ჩხრეკისას მეარაყიშვილს აღმოუჩინეს ნივთი, რომელიც გარეგნულად საქართვლოს მოქალაქის პასპორტს ჰგავ. აქედან გამოძიებამ დაასკვნა, რომ თამარმა ე.წ. “სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა” საქართველოს მოქალაქედ ყოფნის პირობებში მიიღო, რაც ოკუპირებული ე.წ. რესპუბლიკის დე ფაქტო კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

ამგვარად, ჯამურად სამოქალაქო აქტივისტს 3 წლამდე ვადით გამოსასწორებელი სამუშაოები, ან 1-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

როგორც თავად მეარაყიშვილი აცხადებს, გამომძიებლებმა მას მრავალმნიშვნელოვნად აცნობეს, რომ საქმე უკვე ორ ტომს მოიცავს, რომელთაგან თითოეული 250 გვერდს ითვლის:

«500 გვერდი უკვე მზად ჰქონიათ: მიკვირს, რა დაწერეს ამისთანა? უკვე მერამდენედ მიწევს მათთან კონტაქტი და ყოველთვის ერთსა და იმავეს წერენ... მოიგონო 500 გვერდი – მარტივი საქმე არ არის. მაგალითად, ცილისწამების ნაწილში მეუბნებიან: «იქ პარტიის წევრთა გვარებს არ ასახელებ, თუმცა ვფიქრობთ, ეს კონკრეტული ხალხი გყავდა მხედველობაშიო”... ეს ხომ არასერიოზულია – “ვფიქრობთ, რომ შენ ეს იგულისხმეო”! ყველაფერი, რასაც წერენ, აი, ასეთი - ყურით მოთრეული მოსაზრებებია და სხვა არაფერი» (https://www.ekhokavkaza.com/a/29287560.html).

უფრო ზუსტად კი – არა მოსაზრებები, არამედ მცდელობები, საქმე ადმინისტრაციულიდან სისხლის სამართლის სიბრტყეში გადაიტანონ. თამარმა ინტერვიუში თქვა, რომ “პარტიელები მსუყე ადგილებს ირგებენ», თუმცა გვარები არ დაუსახელებია. არადა, სისხლის სამართლის საქმე შეიძლება, მხოლოდ ფიზიკური პირის მიმართ ცილისწამების მუხლით აღიძრას. თანაც, კანონის თანახმად, ესეც არასაკმარისია და აუცილებელია, დამტკიცდეს, რომ ცილისწამების შედეგად პირს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა – დაკარგა ჯანმრთელობა, სამსახური და ა.შ. ამ ნაწილშიც გამოძიებას ძალიან რთული ამოცანის გადაჭრა ელის, თუ, რა თქმა უნდა, ზიანად არ ჩაითვლება სწორედ ის მსუყე ადგილები, რომლებსაც “დაზარალებულები” უკვე იკავებენ.

თამარს უკვე დაუსახელეს ოთხი მოსარჩელე – მმართველი პარტიის რეგიონული განყოფილების წევრები. როგორც ისინი, ისე გამოძიება მიიჩნევენ, რომ ზემოაღნიშნულ განცხადებაში თამარი სწორედ მათ გულისხმობდა:

ერთ-ერთი მათგანი ელა ქისიევაა – “სამხრეთ ოსეთისა” და საქართველოს მოქალაქე.

გამომძიებლებს ვკითხე, ქისიევას წინააღმდეგ რატომ არ აღძრეს საქმე? ვხედავ, როგორ დებს ეს ქალბატონი “ფეისბუქში” თავის გვერდზე თბილისის ღირსშესანიშნაობების ფონზე გადაღებულ ფოტოებს, პრეზიდენტი ბიბილოვი და სხვა პარტიული მძიმეწონოსნები კი მერე ამ ფოტოებს “ულაიქებენ”. ვერ ამჩნევენ, რომ ფოტო საქართველოს პარლამენტის წინაა გადაღებული? ხოლო თუ ამჩნევენ, საქმე მხოლოდ ჩემს წინააღმდეგ რატომაა აღძრული?!» - ამბობს თამარ მეარაყიშვილი.

მოხდა კიდევ ერთი ანეკდოტური რამ: სასამართლო სხდომაზე თამარმა მომჩივან პარტიელებს კითხვა დაუსვა: «პარტიების შესახებ კანონის თანახმად, რეგიონული განყოფილება მინიმუმ, 40 ადამიანს უნდა ითვლიდეს. ორმოცივემ რატომ არ მიჩივლა და მიჩივლეთ მხოლოდ თქვენო?”. მას უპასუხეს, რომ პარტიის ამ რაიონულ განყოფილებაში მხოლოდ ეს 4 ადამიანია წარმოდგენილი. არადა, იუსტიციის დე ფაქტო მინისტრს, მმართველი პარტიის წევრ ზარინა ლალიევას ბოლო პერიოდში პარტიების ლიკვიდაციის კამპანია აქვს გაჩაღებული და ახლებსაც რეგისტრაციასთან დაკავშირებით გაცილებით მცირე დარღვევების შემთხვევაშიც უარით ისტუმრებს.

თამარი ჩვენებების მიცემისგან კვლავინდებურად თავს იკავებს, - ამბობს, რომ მჭერმეტყველებას სასამართლო პროცესისთვის ინახავს.

იმას, თუ რატომ შეარჩია დაცვის მხარემ მსგავსი სტრატეგია, ბრალდებულის ადვოკატი იკრამჟან რამათოვი ასე განმარტავს:

«ჩავთვალეთ, რომ ჩვენებების მიცემის აუცილებლობა არ ასებობს. ადრე უკვე წარვუდგინეთ გამოძიებას ბრალდებების უსაფუძვლობის დამადასტურებელი არგუმენტები და ისინი ამ დრომდე არ გაუბათილებიათ. თუ მუხლის არსი არ ესმით და სწორად ვერ იყენებენ, საერთოდ რაზე შეიძლება საუბარი? მოვა დრო და ყველაფერს ვიტყვით».

«არ ვიცი, რით დასრულდება ჩემთვის ეს ყველაფერი, მაგრამ რომც წავაგო, დარწმუნებული ვარ, რომ უკვე გავიმარჯვე, რადგან ვაიძულე ჩემი მდევნელები, თავისი რეალური სახე ეჩვენებინათ. რა თქმა უნდა, მათ ეს არ სურდათ – ისინი ხომ საკუთარ თავს იწვალებენ და ირცხვენენ. ჩამოდით ლენინგორში [ახალგორში], თქვენ ვერ იპოვით ვერც ერთ ადამიანს, რომელიც იტყვის, რომ საფუძვლიანად მადანაშაულებენ. სამაგიეროდ ყველა გეტყვით: «ის ამბობს იმას, რაც ჩვენთან რეალურად ხდება და ყველა მისი უსიამოვნება სწორედ აქედან მოდისო» - ამბობს თამარ მეარაყიშვილი.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გამოიყენება

საინფორმაციო სააგენტო "აქცენტი"