Accentnews.ge
ანტიკორუფციული ბიურო EPRC-საც ემუქრება  სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით

ანტიკორუფციული ბიურო EPRC-საც ემუქრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით

20/08/2025 19:48:00

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ცნობით, 20 აგვისტოს მიიღეს ანტიკორუფციული ბიუროს მორიგი წერილი, რომლითაც  ორგანიზაციას ე.წ. „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ.

“ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა, ისევე როგორც რამდენიმე დღით ადრე ექვსმა სხვა ორგანიზაციამ, მივიღეთ ანტიკორუფციული ბიუროს მორიგი წერილი, რომელშიც გვედავებიან ე.წ. „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის დარღვევას, გვემუქრებიან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით და გვთხოვენ განმარტებებს, თუ რატომ არ დავრეგისტრირდით აგენტებად”, – წერს ორგანიზაცია. 

“მრავალგზის საჯაროდ გაცხადებული პოზიციის შესაბამისად, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ არ დავრეგისტრირდებით უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლად. ჩვენ ვართ ჩვენივე წესდებით მოქმედი დამოუკიდებელი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები. ჩვენი მისიაა ქალების, ბავშვების, მშრომელების, შშმ პირების, დევნილების და ყველა ჩაგრული ადამიანის უფლებების დაცვა; ჩვენი მისია არჩევნების დაკვირვება, კორუფციისა და  დეზინფორმაციის  მხილება, დემოკრატიის დაცვა და ქართველი ხალხის დახმარებაა. ჩვენ ვემსახურებით მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ხალხის და საქართველოს ინტერესებს. ამერიკული FARA-ს სტანდარტით, რომლის ასლიც არის თითქოს ეს კანონი, ჩვენ არ გვეკუთვნის ამ რეესტრში რეგისტრაცია. ამის შესახებ ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიუროს შესაბამის სამართლებრივ დოკუმენტსაც გავუგზავნით”, – ნათქვამია EPRC-ის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში. 

“პუტინის რუსეთის სტილში, დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფალი მედიის დევნა მიზნად დემოკრატიის დასრულებას ისახავს. მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და არ დავტოვებთ ქართველ ხალხს მხარდაჭერის გარეშე. ვიბრძოლებთ მანამ, სანამ საქართველო არ გახდება ისეთი თავისუფალი, დემოკრატიული და ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, როგორსაც ქართველი ხალხი იმსახურებს. ვაცხადებთ, რომ ჩვენ რუსული კანონებით ცხოვრებას არ ვაპირებთ და ვაგრძელებთ ბრძოლას ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად”, – წერს ორგანიზაცია. 

აქამდე ანალოგიური წერილები ანტიკორუფციული ბიუროდან მიიღეს სამოქალაქო საზოგადოების ფონდმა,  ორგანიზაციამ “ საფარი” ,  საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ”, ISFED-მა,  სოციალური სამართლიანობის ცენტრმა და  მედიის განვითარების ფონდმა. ამ ორგანიზაციების დევნის გამო დღეს ევროპის საბჭოს “ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმამ” განგაშის სიგნალი ჩართო. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S