შავი ხვრელის პირველი ფოტო გამოქვეყნდა

2019-04-10 17:14:42
252

სტრონომებმა გადაიღეს შავი ხვრელის პირველი გამოსახულება, რომელიც შორეულ გალაქტიკაში, 500 მილიონ ტრილიონი კილომეტრით მოშორებით მდებარეობს. 

ფოტოზე 200-ზე მეტი ადამიანისგან შემდგარი საერთაშორისო ჯგუფი ე.წ. მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპის პროექტის (EHT) ფარგლებში მუშაობდა. მკვლევრები შავ ხვრელზე დაკვირვებას 2017 წლის აპრილში 10 დღის განმავლობაში აწარმოებდნენ. შედეგად მათ 500 ტერაბაიტის მოცულობის მასალა მიიღეს, რომლის დამუშავებასაც 2 წელი დასჭირდა. 

შავი ხვრელი შთანთქავს სინათლეს და ნებისმიერ ციურ სხეულს, რომელიც მასთან ახლოს აღმოჩნდება. შავი ხვრელის წიაღში უკვალოდ ქრება ვარსკვლავები, პლანეტები, გაზები, მტვერი, თუ ნებისმიერი სახის ელექტრომაგნიტური რადიაცია.