26-04-2024 23:16:49 საზოგადოება
ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა.
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ტურნირზე გრიგალაშვილმა ფინალურ შეხვედრაში ნიდერლანდელი მეტოქე - ფრანკ დე ვიტი 44 წამში იპონით დაამარცხა და ტიტულიც მოიპოვა.
გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონი მესამედ გახდა: ოქროს მედლები მან 2020 და 2022 წლებშიც მოიგო.