დანელიასთან გამოთხოვების ცერემონიას ზურაბ აბაშიძე და ნინო ბურჯანაძე დაესწრნენ

2019-04-09 16:12:01
452

ცნობილ კინორეჟისორ გიორგი დანელიასთან გამოთხოვების ცერემონია მოსკოვის კინოს სახლში გაიმართა.

რუსული მედიის ცნობით, ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპცალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე დაესწრო, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სამძიმრის წერილები წაიკითხა.

ცერემონიაზე იმყოფებოდა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძეც.

კინოს სახლში გამოთხოვების ცერემონიის შემდეგ, გიორგი დანელია მოსკოვის ნოვოდევიჩის სასაფლაოზე დაკრძალეს.

ცნობისთვის: დანელია 4 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.