სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომელმაც შინ და გარეთ კითხვები წარმოშვა

2019-04-08 18:08:41
782

გასულ კვირას საკმაოდ რეზონანსული აღმოჩნდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილი განცხადება იმის შესახებ, რომ "ბრექსით" (ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლა) შესაძლოა, საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების შანსი აღმოჩნდეს. ამ ორ მოვლენას შორის კონკრეტული მიზეზ-შედეგობრივი კავშირი პრეზიდენტს არ განუმარტავს, მან მხოლოდ ეს თქვა: 

საქართველო ცდილობს, გამოიყენოს ის, რაც შეიძლება, მოხდეს "ბრექსითთანდაკავშირებით, რათა შეაღოს ევროკავშირის კარი იმ დროს, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მხარს უჭერსყველასთვის ღია, განსხვავებული სიჩქარის ევროპას". ლოგიკა იმაშია, რომ ქვეყანას, რომელიც მტკიცედ მიემართება ევროპისკენ, არ შეიძლება, იმაზე ნაკლებად მოეპყრან, ვიდრე ქვეყანას, რომელიც მტკიცედ მოძრაობს ევროკავშირიდან გასასვლელად”, – განაცხადა პრეზიდენტმაბლუმბერგისთვისმიცემულ ინტერვიუში, რომელიც რომელიც 5 აპრილს გამოქვეყნდა .

აქცენტიშეეცადა, ექსპერტების დახმარებით გაერკვია, რა კონკრეტული მიზეზ-შედეგობრივი კავშირი შეიძლებოდა, ეგულისხმა სალომე ზურაბიშვილს.

ანალიტიკოს  გიორგი გობრონიძისთვის პრეზიდენტის განცხადება სრულიად გაუგებარია:

კარგი იქნებოდა, თავად პრეზიდენტს განემარტა, რას გულისხმობდა. ვერ ვხვდები, 18-ტრილიონიანი ეკონომიკის როკავშირიდან გასვლა ჩვენ რას გვაძლევს და როგორ გვიხსნის გზას ევროკავშირში? ადგილი გამოთავისუფლდება და ჩვენ მიგვიღებენ?! ბრიტანეთის და ევროკავშირის ურთიერთობები ერთი თემაა, ჩვენი და ევროკავშირის - სულ სხვა დღის წესრიგი. მსოფლიოს მეორე ფინანსური ცენტრია ლონდონი, უდიდესი პოტენციალის მქონე სახელმწიფო და ეროვკავშირიდან მისმა გასვლამ ჩვენ გაგვიზარდა შანსები? - ცოტა უცნაურად ჟღერს. მაშინ ჩვენ ბრიტანეთის ტიპის ქვეყანა, სულ მცირე, დემოკრატიის ხარისხით მაინც უნდა ვიყოთ, აღარაფერს ვამბობ პოტენციალსა და წარმოებაზე. ალბათ, რაღაც სხვა მოსაზრება აქვს ქ-ნ ზურაბიშვილს, რასაც მე უბრალოდ ვერ ვხვდები და სჯობს, მანვე განმარტოს“.

ანალოგიური პოზიცია აქვს ანალიტიკოს ვანო ჩხეიძეს:   

სიმართლე გითხრათ, ამ ორ თემას ერთმანეთს ვერ ვუკავშირებ“.

დიდ ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ყოფილი ელჩი გიორგი ბადრიძე ფიქრობს, რო პრეზიდენტის ეს კონკრეტული ინტერვიუ საქართველოს პარტნიორებში უხერხულ კითხვებს გააჩენს:

ვისურვებდი, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მეტ ძალისხმევას ხარჯავდნენ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტუქტურებში ინტეგრაიის მხარდასაჭერად, მაგრამ ქალბატონი პრეზიდენტის ეს კონკრეტული ინტერვიუ, ჩემი აზრით, უამრავ უხერხულ კითხვას გააჩენს ჩვენს პარტნიორებში. პირველია, რა უპურატესობას აძლევს საქართველოს ევროკავშირიდან იმ სახელმწიფოს გასვლა, რომელიც ამ კავშირის გაფართოების და საკუთრივ საქართველოს ინტეგრაციის ყველაზე ძლიერი და თანმიმდევრული მხარდაჭერია? იქნებ, საქართველოს პრეზიდენტს ჰგონია, რომ ბრიტანეთის გასვლით ევროკავშირში ჩვენთვის ადგილი თავისუფლდება?! ვივარაუდებ, რომ ეს განცხადება არც ევროკავშირის დარჩენილ ქვეყნებს მოეწონებოდათ, რომლებსაც გაწევრიანების კრიტერიუმები არ გაუუქმებიათ და არც ბრიტანეთს“.

სხვა ანალიტიკოსების მსგავსად,ბრექსითსადა საქართველოს შორის კავშირს ვერც საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ხედავს:

 „მე ვერ ვხედავ, რომბრექსითი“, როგორც პროცესი, რაიმე ახალ შესაძლებლობას, ფანჯარას ხსნიდეს ჩვენთვის. ალბათ, ქ-მა პრეზიდენტმა იგულისხმა, რომ თუ ევროკავშირის შიგნით არსებული ამ კრიზისის ფონზე ამ ორგანიზაციას ჩვენს ერთგულებას დავანახებთ და ჩვენი დიალოგი უფრო ინტენსიური იქნება, ამან საქართველოს მიმართ მეტი სიმპათია უნდა გააჩინოს. ალბათ, ამგვარი რამ იგულისხმა მან. თუმცა ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია. ყოველ შემთხვევაში, ბრიტანეთის ჩანაცვლებაზე საუბარი არასერიოზული იქნებოდა და არა მგონია, პრეზიდენტს მსგავსი რამ ეგულისხმა“.

ცნობისთვის: ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის საკითხზე რეფერენდუმი 2016 წლის ივნისში ჩატარდა. გასვლას სამეფოს 17,4 მლნ-მა მოქალაქემ (რეფერენდუმის მონაწილთა 51,89%-მა) დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ 16,1 მლნ-მა (48,11%) მისცა ხმა.

თავდაპირველადბრექსითი” 2019 წლის 29 მარტისთვის იყო დანიშნული. თუმცა ამ თარიღამდე ორი კვირით ადრე პრემიერ ტერეზა მეის მთავრობამ და დეპუტატებმა ვერ შეათანხმეს პირობები, რომლითაც სამეფო ევროკავშირს დატოვებს.  

28 მარტს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამბრექსითისადმიმიდგომის რვა ალტერნატიული ვარიანტიდან ვერც ერთს ვერ დაუჭირა მხარი. ყველაზე მეტი ხმა მიიღო წინადადებამბრექსითისშემდეგ ევროკავშირთან საბაჟო კავშირში დარჩენის შესახებ, თუმცა ხმათა უმრავლესობა ვერც მან მოიპოვა.

დეპუტატებმა სარეიტინგო კენჭისყრა იმ ჩიხიდან გამოსვლის იმედით გამართეს, რომელიც მათ მიერ ტერეზა მეის მთავრობის წინადადებების ორჯერ ჩაგდების შემდეგ წარმოიშვა. განმეორებით რეფერენდუმს, რომელსაც ოპოზიციონერმა ლეიბორისტებმა დაუჭირეს მხარი, 268 დეპუტატმა მისცა ხმა 295–ის წინააღმდეგ, ხოლო ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლასმხოლოდ 160–მა. ამგვარად, პარლამენტმა ვერ ჩამოაყალიბა ერთიანი მიდგომა, რომელიც ტერეზა მეის კაბინეტს სტრატეგიის შეცვლას აიძულებდა.

29 მარტს ბრიტანულმა პარლამენტმა ევროკავშირიდან გასვლის ტერეზა მეის მიერ შეთავაზებული გეგმა მესამედ ჩააგდო.  დეპუტატებმაბრექსითისთარიღი ფორმალურად 29 მარტიდან 12 აპრილამდე გადასწიეს, რაც მანამდე ევროკავშირთან იყო შეთანხმებული. თუმცა 12 აპრილამდე ლონდონმა ევროკავშირს ჩიხიდან გამოსვლის საკუთარი გეგმა უნდა წარუდგინოს, რომელიც ჯერჯერობით არ გააჩნია და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ ევროკავშირს "ბრექსითის" თარიღის 30 ივნისამდე გადავადების თხოვნით  მიმართა.