დაღესტანი ჩეჩნეთს საზღვრის თვითნებურად განსაზღვრაში ადანაშაულებს

2019-04-02 18:14:39
211

დაღესტნის პარლამენტმა მოითხოვა ჩეჩნური რეესტრისგან,  გააუქმოს უფლება ყიზლარის რაიონში შემავალ მიწის ნაკვეთზე.

ჩეჩნური პარლამენტის სპიკერი მაგომედ დაუდოვი ირწმუნებოდა, რომ არც ერთი და ერც მეორე რესპუბლიკის ხელისუფლებები არ სთხოვდნენ ერთმანეთს რაიმე დათმობებზე წასვლას. თუმცა 7 თებერვალს ცნობილი გახდა ჩეჩნეთის პრეტენზიების შესახებ გუმბეთის რაიონის სოფელ მეხელთას მიმდებარე ტერიტორიაზე. 13 თებერვალს მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებმა კრება ჩაატარეს და ასევე განაცხადეს პრეტენზია სადავო ტერიტორიაზე.  30 მარტს კი დაღესტნელმა აქტივისტებმა განაცხადეს, რომ  ჩეჩნურმა მხარემ სადავო ნაკვეთი ოფიციალურად ცალმხრივი გადაწყვეტილებით დაირეგისტრირა.

ჩეჩნეთის ტერიტორიაზე მოექცა დაახლოებით 18 ჰექტარი მიწა, რომელიც მანამდე დაღესტნის რესპუბლიკის ტერიტორიის შემადგენლობაში შედიოდა.

დღეს, 2 აპრილს დაღესტნის პარლამენტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა საპროტესტო განცხადება „საზღვრების ცალმხრივად განსაზღვრის დაუშვებლობის“ შესახებ.

ცნობისთვის: 2018 წლის შემოდგომაზე ორ მეზობელ რესპუბლიკას შორის საზღვრის დელიმიტაცია–დემარკაციის მცდელობამ კონფლიქტი გამოიწვია. ქალაქ მაგასში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელთა ერთ–ერთ მთავარ მოთხოვნას დაღესტნის ლიდერის გადადგომა წარმოადგენდა.