სომხეთ-საქართველოს ურთიერთპრეტენზიები საეკლესიო ჭრილში

2019-03-21 19:02:50
302

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სომხეთ ამასწინანდელმა ვიზიტმა და მის ფარგლებში 14 მარტს სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ მეორესთან შეხვედრა საქართველოში, მათ შორის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე სომხური ტაძრების ბედის ირგვლივ დისკუსიები გამოაცოცხლა.

კერძოდ, შევხედრისას სალომე ზურაბიშვილმა გარეგინ მეორეს სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქ ილია მეორეს მწუხარება გადასცა იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული სომხური ტაძრები სომხური ეკლესიის არა ქართული,არამედ რუსული ეპარქიის სასულიერო პირების დაქვემდებარებაში არიან.

როგორც ამასთან დაკავშირებით სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ქართული ეპარქიის პრესსპიკერი სუსანა ხაჩატურიანი აცხადებს, რომელსაც, მისივე თქმით, კათოლიკოსის სახელით კომენტარის გაკეთების უფლება გააჩნია, მისთვის აფხაზეთის ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი სომხური ტაძრის შესახებ არის ცნობილი:

ის 2013 წელს აშენდა, აფხაზეთის სომხურ საეკლესიო თემს ეკუთვნის და ვინაიდან სომეხი სასულიერო პირები აფხაზეთში საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ვერ მოხვდებიან, წმინდა ეჩმიაძინმა მიიღო გადაწყვეტილება, აფხაზეთის სომხური საეკლესიო თემის სასულიერო მოთხოვნილებები დროებით სომხური ეკლესიის სამხრეთ რუსეთის ეპარქიის სასულიერო პირებმა უზრუნველყონ. ისინი მორიგეობით სტუმრობენ აფხაზეთში სომხურ თემს და ადგილზე ატარებენ საეკლესიო რიტუალებს. ამ თემაზე განმარტებები სომხური ეკლესიის ქართული ეპარქიის ხელმძღვანელს ქართველი პატრიარქისთვის და საქართველოს ხელისუფლების ორგანოებისთვის არაერთგზის მიუცია. არავინ ხდის სადავოდ იმ ფაქტს, რომ აფხაზეთი სომხური ეკლესიის ქართული ეპარქიის კანონიკური ტერიტორიაა და მას შემდეგ, რაც აფხაზეთის საკითხი მშვიდობიანი გზით საბოლოოდ გადაწყდება, სომხური ეკლესიის ქართული ეპარქიის სასულიერო პირები აუცილებლად დაიწყებენ აფხაზეთის სომხური თემის საჭიროებების უზრუნველყოფას, ხოლო აფხაზეთში არსებული მოქმედი სომხური ტაძრები საქართველოს სომხური ტაძრების სიაში შევა“.

რაც შეეხება გარეგინ მეორესადმი ქართული მხარის თხოვნას, პირადი მეურვეობის ქვეშ აიყვანოს აფხაზეთის სომხური სასულიერო თემი, თუ სომხური სამოციქულო ეკლესიის ქართული ეპარქიისადმი მისი დაქვემდებარება არ გამოვა, როგორც სუსანა ხაჩატურიანი აღნიშნავს, „ეს ასეც არისაფხაზეთში არსებული სომხური ტაძარი წმინდა ეჩმიაძინის დაქვემდებარებაშია, თუმცა ამ უკანასკნელს ეპარქიები მთელს მსოფლიოში გააჩნიაროგორც საქართველოში, ისე რუსეთშიც და აფხაზეთში არსებული სომხური ტაძარი დროებით სამხრეთ რუსეთის ეპარქიას ექვემდებარება“.

მეორე საკითხი, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი ეჩმიაძინში ვიზიტისას შეეხო, უკავშირდებოდა საქართველოს პასუხიმგებლობას, თავის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლები აღადგინოს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ესნაბიჯნაბიჯ უნდა განხორციელდეს, რადგან ყველა ტაძრის ერთდროულად აღდგენა შეუძლებელია“. ამასთან, მისი თქმით, კონკრეტული ტაძრების წარმომავლობის იდენტიფიცირებისთვის საჭიროა, ჩატარდეს ექსპერტიზა არქეოლოგების მონაწილეობით.

თუმცა როგორც ამასთან დაკავშირებით სუსანა ხაჩატურიანი აღნიშნავს, “ეს პროცესი უკვე წლებია, გრძელდება” და საქმეს ქართული კანონმდებლობის ხარვეზებიც აჭიანურებს, კერძოდ, ის, რომ დღემდე არ არის მიღებული რესტიტუციის შესახებ კანონი, რომლიც რელიგიური ორგანიზაციებისთვის საბჭოთა რეჟიმის მიერ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას ითვალისწინებს:

იურიდიულად ეპარქიის ბაზაზე სადღეისოდ მოქმედი სომხური ტაძრებიც კი არ არის რეგისტრირებული. ამ სტატუსით სარგებლობენ უმოქმედო ტაძრებიც, რომლებიც სადღეისოდ ინგრევა და როდის შეიძლება, გადაწყდეს ეს საკითხი, ვერავინ ამბობს“.

ხაჩატურიანის თქმით, ნაწილობრივ ეს ქართული ეკლესიის პოზიციაზეც არის დამოუკიდებული, რომელიც რიგი ტაძრების სომხურ წარმომავლობაზე დავობს.

აქ საუბარია თბილისში არსებულ ტაძრებზე სურბ ნორაშენზე, სურბ ნშანზე, შამხორეცოც კარმირ ავეტარანზე, სურბ მინასზე, მუხნეცოც სურბ გევორგზე, ტანდოიანც სურბ ასტვაცაცინზე და ახალციხეში არსებულ სურბ ნშანზეტანდოიანცისგამო სომხური ეკლესია არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით სასამართლო დავას აწარმოებს საქართველოს რამდენიმე სახელმწიფო უწყებასთან, რომლებმაც 2017 წელს ტაძარი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გადასცეს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრისწარმომადგენელი თამთა მიქელაძე აცხადებს, არსებული ისტორიული წყაროებიტანდოიანცისტერიტორიაზე ქართული ტაძრის არსებობას არ ადასტურებენ.

არასამთავრობოები აღნიშნავენ იმასაც, რომ ქართული სახელმწიფო არ ჩქარობს იმ საკულტო ობიექტების დაბრუნებას, რომელიც თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლების მიერ იყო ჩამორთმეული და ხშირ შემთხვევაში ხელისუფლება მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესებს ითვალისწინებს სხვა კონფესიების ინტერესების ხარჯზე.

თავის მხრივ, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე კრიტიკას არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ 2014 წლიდან სომხურ სამოციქულო და კათოლიკურ ეკლესიებს, ისევე, როგორც მუსლიმურ და იუდეურ თემებს ნაწილობრივ უნაზღაურდებათ ზარალი, რომელიც მათ საბჭოთა რეჟიმმა მიაყენა და  სომხური ეკლესიის ნაწილში ანაზღაურება ყოველწლიურად 600 000 ლარს შეადგენს.

გარდა ამისა, მისი თქმით, დაწყებულია სხვადასხვა კოფესიებისთვის საკულტო ნაგებობების გადაცემის პროცესიც, უბრალოდ საეკლესიო ნაგებობების მსგავსების გამო ყველაზე მეტი სადავო თემა სწორედ სომხურ ეკლესიასთან არსებობს, ამდენად საკითხის გადაჭრა დროში გაიწელა, უმცა ეს არ ნიშნავს, რომ კვლევისა და შესწავლის დონეზე საკითხი ადგილიდან არ იძვრის:

2014 წლიდან სომხურმა ეკლესიამ ჩვენს სააგენტოში განაცხადი 442 ეკლესიაზე წარადგინა, თუმცა ეს იყო სია ტაძრების ადგილმდებარეობისა და სახელწოდებების მითითებით, ხოლო რაიმე ისტორიული წყაროები ან მტკიცებულებები მას თან არ ერთვოდა. მას შემდეგ, რაც ჩვენ მათი წარდგენა ვითხოვეთ, სომხურმა მხარემ დოკუმენტები და ისტორიულ წყაროები 442–დან მხოლოდ 20 ტაძართან დაკავშირებით მოგვაწოდა და ისიც არასრული სახით. ახლა მათი შესწავლისა და დამუშავების პროცესში ვართ“.

როგორც ვაშაყმაძე აღნიშნავს, სააგენტო საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებს, რესტიტუციის შესახებ კანონი ჯერ არ არსებობს, ხოლო არსებული ნორმატიული აქტებისა და კონსტიტუციის თანახმად, ტაძრები მხოლოდ ქართული მართლმადიდებლი ეკლესიის საკუთრებაში გადაიცემა, სხვა კონფესიებს საკულტო ნაგებობებ უვადო მმართველობაში გადაემენ, რაც ფაქტობრივად იგივეა, რაც ფლობა, უბრალოდ ყიდვაგაყიდვის უფლების გარეშე.

თუმცა როგორც "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის" წარმომადგენელი მაკო ღავთაძე აღნიშნავს, მსგავსი მიდგომა დისკრიმინაციულია. ამასთან, მისივე თქმით, ქართული სახელმწიფოს მხრიდან დღემდე არ ჩანს რესტიტუციის პრობლემის გადაჭრის ნება, მათ შორის - არც რელიგიურ საკითხთა სამუშაო ჯგუფის ფორმატში, რომელიც გასული წლის ბოლოს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ჩამოაყალიბა:

ის ფაქტი, რომტანდოიანცისტაძარი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას კვლევების ჩატარების გარეშე გადაეცა და სომხური ეკლესია ამის შესახებ საქმის კურსში არ ჩააყენეს, კიდევ ერთხელ მოწმობს სახელმწიფოს გულგრილობას. ამით ფაქტობრივად, ხდება ამ რელიგიური ორგანიზაციების ისტორიის უგულებელყოფა და მათი კვალის გაქრობის ხელშეწყობა“.

სტატისტიკის თანახმად, საქართველოში 2001 მოქმედი მართლმადიდებლური ტაძარი, 277 მეჩეთი, სომხური ეკლესიის 58 ტაძარი და 31 კათოლიკური ეკლესიაა.