საარსებო მინიმუმი 50 თეთრით გაიზარდა

2019-03-15 17:04:10
145

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განცხადებით, 2019 წლის თებერვალში საარსებო მინიმუმი გაიზარდა, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის იგი  179.1 ლარითგანისაზღვრა, რაც წინა თვესთან შედარებით, 0,5 ლარით მეტია, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - 3,7 ლარით მეტი.

ოჯახის ტიპების მიხედვით, საარსებო მინიმუმები შემდეგნაირადაა განსაზღვრული:

ერთსულიანი - 158.7 ლარი;

ორსულიანი - 253.9 ლარი;

სამსულიანი - 285.6 ლარი;

ოთხსულიანი - 317.3 ლარი;

ხუთსულიანი - 357.0 ლარი;

ექვს- და მეტსულიანი - 422.1 ლარი.

"საქსტატი" საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით ადგენს, რომელიც განსაზღვრულია "საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.