სუს–ი ხურვალეთში ოკუპანტების შესვლის შესახებ ინფორმაციას ამოწმებს

2019-03-15 15:29:50
121

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სოფელ ხურვალეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სუს–ი ინფორმაციის გადამოწმებას „ცხელი ხაზის“ მეშვეობით ცდილობს. ამასთან, სუს–ისვე ცნობით, ხურვალეთში რუსი ოკუპანტების შესვლის შესახებ ცნობები ამ ეტაპზე არ დასტურდება.  

 „ამ ეტაპზე არ დასტურდება ის ფაქტი, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

კონკრეტული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება „ცხელი ხაზის“ მეშვეობით მიმდინარეობს, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა საერთაშორისო პარტნიორი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისგან. საოკუპაციო ძალების მხრიდან განხირციელებული ნებისმიერი აქტივობა ძაბავს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“,– ნათქვამია სუს–ის განცხადებაში.