ახალგორელი აქტივისტი: "ქვეყანა, რომელსაც მკვდარი უყვარხარ"... ჩვენ ასე ვცხოვრობთ“

2019-03-13 12:53:53
264

ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი გალში, რუსულ სამხედრო ბაზაზე  ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმიანება:  

„არაერთხელ მიჭირდა. ერთხელ განსაკუთრებულად. 15 საათის განმავლობაში მეძებდა ოჯახი, მეგობრები და ჟურნალისტები. ხელისუფლებამ "დამიკიდა"... არ გამოუყენებია ცხელი ხაზი ჩემს მოსაძებნად. პირდაპირი კავშირები ისედაც არ აქვთ- რას გამოიყენებდნენ. ღამის 11 საათზე ჟურნალისტებმა ვერ გააღვიძეს მინისტრები. ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა და არც მერე უკითხავს ვინმეს ხელისუფლებიდან- რა მოხდა? ეხლა ვისმენ მინისტრების განცხადებებს კვარაცხელიას ტრაგიკულ სიკვდილზე და მხოლოდ ეს მომდის თავში- "ქვეყანა, რომელსაც მკვდარი უყვარხარ"... ასე ვცხოვრობთ ჩვენ. სახელმწიფო ცოცხალს ევროპული სასამართლოს სარჩელშიც არ გწერს, თუ არ მოკვდი,- "ეგრე ჰო ყველას უჭირს" და სულ მგონია, საკუთარი გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას ვპოსტავ აქ და მაინც მიხარია სიცოცხლე“,– წერს მეარაყიშვილი სოციალურ ქსელში.