ჩეჩენმა პოლიციელებმა ახმატ კადიროვის ბიოგრაფიის თარიღები უნდა დაიზეპირონ

2019-03-08 15:22:19
192

ჩეჩნეთის რესპუბლიკის პოლიციის ზოგიერთმა განყოფილებამ მიიღო განკარგულება, რომ აუცილებელია რესპუბლიკის ამჟამინდელი ხელმძღვანელის მამის, ახმატ კადიროვის ბიოგრაფიის დასწავლა. ამის შესახებ იტყობინება „კავკაზ.რეალიი“. მას მოჰყავს ბიოგრაფიის ტექსტი, რომელიც რესპუბლიკის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში გაავრცელეს.

„კავკაზ. რეალიის“ ცნობით, პოლიციელებმა, რომლებმაც კადიროვის შესახებ განკარგულება მიიღეს, ზეპირად უნდა იცოდნენ მისი ბიოგრაფიის თარიღები.

ახმატ კადიროვი 1995-1999 წლებში იყო ჩეჩნეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა იჩკერიის მუფტი. ის ოპოზიციაში გადავიდა და რუსეთის ფედერალურ ჯარებს უჭერდა მხარს. 2003 წლის შემოდგომაზე ის აირჩიეს რესპუბლიკის პრეზიდენტად, მაგრამ ნახევარი წლის შემდეგ მოკლეს.