საფრანგეთის სააგარეო უწყება მნიშვნელოვან თანამდებობებზე ქალთა არარსებობის გამო სოლიდურ ჯარიმას გადაიხდის

2019-03-08 11:35:18
135

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მნიშვნელოვან თანამდებობებზე ქალთა არარსებობის მცირე რაოდენობის გამო 450 000 ევროს ოდენობის ჯარიმას გადაიხდის,– იუწყება ფრანგული მედია. საქმე 2017 წელს ელჩის თანამდებობაზე ნომინაციებს ეხება.

ფრანგული კანონმდებლობის თანახმად, იმ დიპლომატებს შორის, რომლებიც ელჩის თანამდებობაზე ნომინაციას იღებენ, სულ მცირე, 40% ქალი უნდა იყოს, 2017 წელს კი მათი რაოდენობა 29%–ს შეადგენდა და საგარეო საქმეთა სამინისტროს 5 ქალი დააკლდა, რომელთაგან თითოეულისთვის ფრანგული საგარეო უწყება 90 000 ევროს გადაიხდის.

ცნობისთვის: მსოფლიო ბანკის კონაცემებით, საფრანგეთი ერთ–ერთია იმ 6 ქვეყანას შორის, რომელმაც გენდერული თანასწორობის კუხით უმაღლეს მაჩვენებლებს მიაღწია. მის გარდა 6–ეულში დანია, ლატვია, ბელგია, შვედეთი და ლუქსენბურგი შედიან. ამასთან, საფრანგეთმა ამ სფეროო ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დიდ გარღვევას მიაღწია.

რაც შეეხება საქართველოს, საქართველო მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევის „ქალები, ბიზნესი და კანონი 2019“-ის მიხედვით 178 ქვეყანას შორის 79-ე ადგილს 79.38 ქულით იკავებს, რაც საშუალოზე ოდნავ მაღალი მაჩვენებელია. რეგიონში ანალოგიური მაჩვენებელი აქვს თურქეთსა, სომხეთი და აზერბაიჯანი კი რამდენიმე ქულით ჩამორჩებიან.  

სხვადასხვა ქვეყნებში ქალთა შრომითი უფლებების შესადარებლად მსოფლიო ბანკმა კვლევაში 8 მთავარი განმასხვავებელი ინდიკატორი გამოიყენა, მათ შორის სამუშაო ადგილების მოძიება, სამსახურის დაწყება, ანაზღაურების მიღება, ქორწინება, ბავშვის ყოლა, ბიზნესის დაწყება, აქტივების მართვა და პენსიის მიღება.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში განვითარებადმა ქვეყნებმა მაჩვენებელი გააუმჯობესეს. მაგალითად, კონგოს დემოკრატიულმა რესპუბლიკას 10 წლის წინ 42.5 ქულა მიენიჭა, მიმდინარე წელს კი 70 ქულას მიაღწია. ყველაზე დაბალი შედეგი – 25.63 ქულა საუდის არაბეთს აქვს. აღსანიშნავია, რომ 10 წლის წინ ჩატარებული კვლევის თანახმად ვერცერთმა ქვეყანამ ვერ შეძლო სრული 100 ქულის მიღება.