კაილი ჯენერი ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი გახდა

2019-03-06 15:15:17
343


კაილი ჯენერი ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი გახდა. ჟურნალ Forbes-ის ინფორმაციით, მან მილიარდიანი ქონება დააგროვა.

კაილი ჯენერი რეალითი-შოუ "კარდაშიანების ოჯახის" შემდეგ გახდა პოპულარული. შოუში იგი 10 წლის ასაკიდან მონაწილეობდა.

21 წლის მილიარდერის მთავარი ფინანსური აქტივი Kylie Cosmetics-ია, რომელიც მან 2015 წელს დააფუძნა. კომპანიის მთელს პროდუქციას კაილი თავისი "ექაუნთების" საშუალებით არეკლამებს, რომელთა პოპულარობის წყალობით ბრენდი ძალიან სწრაფად ვითარდება. ამასთან ერთად, კომპანიაში მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი მუშაობს.

კაილი ჯენერამდე პირველი ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი მარკ ცუკერბერგი იყო.