სომხეთის მთავრობის სახლში ხანძარი გაჩნდა

2019-02-25 13:25:51
138

ერევანში, სომხეთის მთავრობის სახლის შენობაში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო ექვსი სახანძრო ბრიგადა.

ქვეყნის საგანაგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხანძარს სირთულით მეორე კატეგორია ჰქონდა მინიჭებული. ამ დროისთვის ცეცხლი ჩამქრალია, დამჭვარია საოფისე ავეჯი. დაშავებულები არ არიან.

ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.