ალექსანდრე მოწერელია:"ანაკლიის პორტი იქნება ახალი შესაძლებლობა არამარტო ჩვენი რეგიონისთვის, არამედ საქართველოსთვის"

2019-02-08 14:52:07
190

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, "ანაკლიის პორტი რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ახალი ნავსადგური დიდ სატრანსპორტო და ინდუსტრიულ კვანძს შექმნის".

როგორც "აქცენტს" მოწერელიამ განუცხადა, კიდევ ერთი მნიშნელოვანი საკითხი აღნიშნულ პორტში ადგილობრივების დასაქმებაა.

"ანაკლიის პორტი იქნება ახალი შესაძლებლობა არამარტო ჩვენი რეგიონისთვის, არამედ საქართველოსთვის. ეს არის ანაკლიის და რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტი, რადგან ახალი ნავსადგური შექმნის დიდ სატრანსპორტო და ინდუსტრიულ კვანძს. ჩვენთვის, ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, კომპანიაში აცხადებენ, რომ მაქსიმალურად დაასაქმებენ ადგილობრივებს, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონის მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. როგორც ანაკლიის განვითარების კონსორციუმი აცხადებს, მათ უკვე შეასრულეს საზღვაო და სახმელეთო სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი. ახლა საჭიროა პროექტი გადავიდეს ახალ ფაზაზე, ამისთვის კი როგორც კომპანიაში განარტეს, გერმანიის განვითარების ბანკმა და ნიდერლანდების განვითარების ბანკმა ნავსადგურის ინვესტირების გადაწყვეტილება მიიღეს და შესაბამისად ანაკლიის პორტის პირველი ფაზის საინვესტიციო კაპიტალი შევსებულია" – განაცხადა მოწერელიამ.