გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილზე თავდასხმას ნანობს

2019-02-07 12:44:34
193

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძე ევროპის ჩემპიონ ზურაბ დათუნაშვილზე თავდასხმას ნანობს.

"ვნანობ ჩემს საქციელს, ეს არ არის კარგი", განუცხადა ჟურნალისტებს გეგა გეგეშიძემ პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარესთან მიხეილ ყაველაშვილთანშეხვედრის შემდეგ.

როგორც გეგეშიძემ აღნიშნა, პრეზიდიუმის სხდომაზე განიხილება როგორც მისი პრეზიდენტობიდან შესაძლო გადადგომის, ასევე ზურაბ დათუნაშვილის დისკვალიფიკაციის საკითხი.

"რა თქმა უნდა, ვნანობ ჩემს საქციელს, ეს არ არის კარგი. ამ ყველაფერს ჰქონდა ძალიან ბევრი გამოხმაურება. სპორტსმენმა უნდა გააგრძელოს ვარჯიში. ლიცენზიების მოპოვების წელია და ეს რა თქმა უნდა, აისახება ფედერაციაზე. უნდა ვეცადოთ რაც შეიძლება მეტი ლიცენზია მოვიპოვოთ, რომ მეტი ადამიანი მოხვდეს ოლიმპიადაზე. უნდა მოვრჩეთ კინკლაობას",- განაცხადა გეგეშიძემ.

ცნობისთვის: გეგა გეგეშიძე, სპორტის სასახლეში 11 იანვარს მასსა და ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ გეგა გეგეშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახედ 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.