ძალადობა სპორტულ სამყაროში: დათუნაშვილი დაპირისპირების მიზეზებს ამხელს

2019-02-04 15:33:19
419

ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი აცხადებს, რომ ფედერალიასთან პირადი ურთიერთოებბის დალაგების პრობლემა არ აქვს, თუმცა დარწმუნებულია რომ არსებული პრობლემები ისევ გაგრძელდება.  

„ფედერაციის პრეზიდენტი [გეგა გეგეშიძე] იმასაც არ აღიარებს, ასეთი რამ რომ ჩაიდინა [სპორტის სასახლეში თავდასხმა]. ამბობს, ხელში კრიალოსანი მეჭირაო. ამის შემდეგ შერიგება წარმოუდგენელია. პირადს გადავდებ და პატრიარქის გულისთვის ყველას შევურიგდები, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემს პირადს სცდება. ვიცი, ფორმალურად მოხდება შერიგება, მაგრამ იგივე გაგრძელდება“,– აცხადებს სპორტსმენი.

როგორც დაუნაშვილი განმარტავს, ფედერაციასთან მისი დაპირისპირება უკანასკნელ ინციდენტამდე დაიწყო. კერძოდ, მას ერთ–ერთ ტურნირზე გასაშვებ მოჭიდავეებთან დაკავშირებით აზრი ჰკითხეს. როგორც სპორტსმენი ამბობს, წამოყენებული ორი კანდიდატიდან ერთი ფედერაციის მწვრთნელების უშუალო მოწაფე იყო, მეორე კი არა. დათუნაშვილი ფიქრობს, რომ სპორტულ ღონისძიებაზე გამოსვლა სწორედ ამ უკანასკნელს ეკუთვნოდა და ეს აზრიც დააფიქსირა. მისივე თქმით, მისი მოსაზრება ფედერაციის პოზიციას არ დაემთხვა და ამის შემდეგ დაიწყო პრობლემები:  

„დაიწყო ჩემი დაბლოკვა: საერთაშორისო ტურნირებზე გამოსვლის შესაძლებლობა არ მომცეს, მსოფლიო ჩემპიონატზე არ გამიშვეს ვიყავი წნეხის ქვეშ. ამის გამო შევხვდი უფროს თაობას და ვუთხარი, რომ თუ ასე გაგრძელდებოდა, ქვეყანა უნდა დამეტოვებინა. მითხრეს, მართალ ხარ, მაგრამ ამ ერთხელ  გაგვითვალისწინო. გავითვალისწინე და დავბრუნდი ნაკრებში, განვაახლე ურთიერთბა, ვთანამშრომლობდი ფედერაციასთან, შემდეგ კი საქართველოზე ასეთი რამ მოხდა [გეგეშიძე სპორტსმენს თავს დაესხა]. ამის შემდეგ როგორ განვაგრძო?“.

ამასთან, დათუნაშვილისთვის კონკრეტული სპორტსმენების უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენება მიუღებელია:

„მსგავსი მიკერძოება დაუშვებელია. აქ ფინანსური ინტერესიც არის. ჩვენ ამაზე შეთანხმებულები ვიყავით, როცა ეს ხალხი [გეგეშიძის თანაგუნდელები] მოვიდა ფედერაციაში. თავად თქვეს ეს, მაგრამ შემდეგ დაივიწყეს“.

რაც შეეხება უშუალოდ ინციდენტის დღეს, როგორც სპორტსმენი ამბობს, ის არბიტრის გადაწყვეტილებას აპროტესტებდა:

„ვიცი რაც ხდება სპორტულ სამყაროში და ისიც ვიცოდი, რომ ამ არბიტრს რასაც ეტყოდნენ, იმას გააკეთებდა. მე ვაპროტესტებდი იმას, რომ შრომას მპარავდნენ და ისევ უკანა ფლანგზე მწევდნენ. თუ ფიქრობდნენ, რომ ზედმეტი მომივიდა, არსებობს ვითელი და წითელი ბარათები, ასევე არსებობს დაცვა.  ფედერაციის პრეზიდენტმა ანგარიშსწორება აირჩია და ეს ხომ ყველაფერზე მეტყველებს? ამბობენ, თითქოს რადიკალური მოთხოვნებით გამოვდივარ. მე სიმართლეს ვითხოვ“.

მისი პოზიცია უცვლელია, მზადაა დიალოგისთვის, თუმცა ფედერაციის პრეზიდენტი თანამდებობაზე არ უნდა დარჩეს. 

ამავე თემაზე:

ზურა დათუნაშვილი: "ვდგები ჩემთვის უმძიმესი არჩევანის წინაშე"

გეგა გეგეშიძე: "გაღიზიანებული სპორტსმენის მოთხოვნის გამო პრეზიდენტი არ უნდა გადადგეს"

გეგა გეგეშიძე პატიმრობიდან გათავისუფლდა