ზურაბ ალასანია უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელის პოსტიდან გადააყენეს

2019-02-01 18:14:36
139

უკრაინის სახელმწიფო საზოგადოებრივი ტელე–რადიოკომპანიის (UA) სამეთვალყურეო საბჭომ მაუწყებლის ხელმძღვანელი ზურაბ ალასანია თანამდებობიდან გაათავისუფლა, – იუწყება "რადიო თავისუფლება".

 ალასანია აღნიშნულ თანამდებობაზე 2017 წლიდან მუშოაბდა. 

სამეთვალყურეო საბჭოს 12–დან ალასანიას ვადაზე ადრე გათავისუფლებას მხარი 9 წევრმა დაუჭირა. 

ზურაბ ალასანია მიიჩნევს, რომ მისი თანამდებობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლება „პროცედურების დარღვევით“  მოხდა და სამართლებრივი ბრძოლის დაწყებას აპირებს.

არხის ხელმძღვანელობაზე ზეწოლის შესახებ გაავრცელა ცნობა "რადიო თავისუფლების" საგამოძიებო ჟურნალისტური პროექტის „სქემების“ მთავარმა რედაქტორმა ნატალია სედლეცკამ.

ჟურნალისტის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დიდი უკმაყოფილობა გამოიწვია სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ტელეარხზე კრიტიკული საგამოძიებო სიუჟეტის ჩევნებამ, რომელიც უშუალოდ პეტრო პოროშენკოს შეეხებოდა.

უკრაინის სამაუწყებლო ტელერადიოკომპანიის სამეთვალყურეო საბჭოში კომენტარს არ აკეთებენ ზურაბ ალასანიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესაძლო პოლიტიკურ მოტივზე.