"საჰაერო თავდაცვის მიმართულებით საფრანგეთთან ვითანამშრომლებთ"

2019-01-28 13:25:09
177

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, საჰაერო თავდაცვის განვითარების ფარგლებში, წელს საქართველო ფრანგულ მხარესთან ითანამშრომლებს.

„წელს ავიაციის მიმართულებით შვეულმფრენების მოდერნიზება დავიწყეთ. ამისთვის ბიუჯეტიდან გამოვყავით 23 მილიონი ლარი. წელს დავასრულებთ მათ მოდერნიზებას და 7 იროკეზის ტიპის შვეულმფრენი იქნება მოდერნიზებული, რაც ჩვენს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს კიდევ უფრო განავითარებს. ამასთან, წელს მართვისა და კონტროლის თავდაცვითი საჰაერო სისტემების შეძენას დაეთმობა ძირითადი ყურადღება და სწორედ წელს შევიძენთ ფრანგული მხარისგან აღნიშნული ტიპის სისტემებს. რაც შეეხება ჯავშან-სატანკო შესაძლებლობების განვითარებას, ეს პროცესი ჩვენ 2018 წელს დავიწყეთ ჯაველინების შესყიდვით. წელს ამ შესყიდვას ვასრულებთ და შესაბამისად, ჩვენი ქვედანაყოფები აღიჭურვებიან თანამედროვე ტიპის ანტისატანკო ჯაველინების სისტემით,"- განაცხადა ლევან იზორიამ.