"მეზობლებს სამუდამოდ ჩამოვრჩით": რა პირობებში მკურნალობენ აფხაზი სამხედროები და ძალოვანები

2019-01-28 11:42:38
515

ის, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ჯანდაცვის კუთხით უმძიმესი მდგომარებაა, დიდი ხანია, საიდუმლოს აღარ წარმოადგენს. ადგილბრივ ბეჭდურ მედიასა და სოციალურ ქსელებში პერიოდულად ჩნდება მასალები, რომელიც სამედიცინო კუთხით რეგიონში არსებულ კატასტროფულ ვითარებას ასახავს. თუმცა ვიდეორეპორტაჟმა, რომელიც ამჯერად აგუძერას რაიონული საავადმყოფოს – იგივე მთავარი სამხედრო ჰოსპიტალის ყოფას აღწერს, მაინც ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

 

ცნობისთვის: ეს ის უმსხვილესი სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც აფხაზი ძალოვანები, სამხედროები, ვეტერანები, მათი ოჯახების წევრები, ასევე მოსახლეობის რამდენიმე სხვა კატეგორიის წარმომადგენლები გადიან მკურნალობას.