დაწესებულების ჩამონათვალი, სადაც ორსულებს გრიპის საწინააღმდეგო უფასო აცრის გაკეთება შეუძლიათ

2019-01-25 10:31:13
205

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო იმ სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც გრიპის საწინააღმდეგო უფასო აცრების ჩატარებაა შესაძლებელი. ამ ეტაპზე უფასო აცრები განკუთვნილია მხოლოდ ორსულებისთვის.

უწყების ინფორმაციით, აცრის ჩატარება შესაძლებელია პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში.

ვაქცინის განაწილება დაიწყო 23 იანვარს და 25 იანვრამდე ყველა მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურები და იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებები უზრუნველყოფილი იქნებიან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით.

თბილისის მასშტაბით აცრის ჩატარება შესაძლებელია შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებში:

1. შპს „ვერე-21“ პოლიკლინიკა- მის: ქიაჩელის ქ. N 18
2. შპს „მედისონ ჰოლდინგი“- მის: კალოუბნის ქ. N 12
3. შპს „მედისონ ჰოლდინგი“-მის: ვაჟა-ფშაველა 83/11
4. შპს „ჰერა“- მის: ლუბლიანას ქ. N 5
5. შპს „მედკაპიტალი -გლდანი“- მის: ვეკუას ქ. N 18
6. შპს „მედკაპიტალი -სამგორი“- მის: მოსკოვის გამზ., კვ. 4, კორპ. 3
7. შპს „მედკაპიტალი – საბურთალო“ – მის: გამრეკელის ქ. N 19
8. შპს „საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი“- წინამძღვრიშვილის ქ. N 57

25 იანვარს სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“ სოციალურ-კორპორაციულიპასუხისმგებლობის ფარგლებში, ვაქცინაციას განახორციელებს მხოლოდ ორსულებისთვის ევექსის თბილისის და რეგიონების პოლიკლინიკებში.

ვაქციანციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ „ევექსის“ შემდეგ პოლიკლინიკებს:

თბილისი:
1.ევექსის საბურთალოს პოლიკლინიკა – ვაჟა ფშაველას 40
2.ევექსის დიდუბის პოლიკლინიკა – ა. წერეთლის გამზირი 141ა.
3.ევექსის ისნის პოლიკლინიკა – ქ. წამებულის 69
4.ევექსის მთაწმინდის პოლიკლინიკა -ვეკუას ქ. 3
5.ევექსის დიდი დიღმის პოლიკლინიკა – პეტრიწის 16

რეგიონები:
1.ევექსის ბათუმის პოლიკლინიკა – ს. ხიმშიაშვილის #20
2.ევექსის ზუგდიდის პოლიკლინიკა – მ.კოსტავას 1
3.ევექსის ფოთის პოლიკლინიკა – გამსახურდიას ქ. N6
4.ევექსის ქუთაისის პოლიკლინიკა – პ.იაშვილის ქ. 9/11

შეგახსენებთ, რომ გრიპის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ საქართველოში 7 ათასი დოზა ვაქცინა შემოვიდა. ყველა ეს მედიკამენტი განკუთვნილია ორსულებისთვის. „ევექსის“ ინფორმაციით, თუ ორსულთა ვაქცინაციის შემდეგ, ვაქცინები დარჩება, აცრა ნებისმიერ მსურველს შეეძლება მარაგის ამოწურვამდე. თუმცა კომპანიაში ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებენ, რამდენი ვაქცინა დარჩება ორსულთა იმუნიზაციის შემდეგ.