ე.წ. ღორის გრიპი დემნა გვასალიას ბრენდის ახალ კოლექციაში მოხვდა

2019-01-18 14:43:49
235

18 იანვარს პარიზში დემნა გვასალიას ბრენდის, Vetements-ის 2019 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენება მოეწყო.

ღორის გრიპი, თავდაბურული ქალები, სტივ ჯობსის გაცოცხლებული სტილი, სმარტფონებზე დამოკიდებული ახალგაზრდების მარტოობა, საპრეზიდენტო არჩევნები და მოდაზე დამოკიდებულებისადმი ირონია - ეს ყველაფერი იყო კოლექციაში, რომელიც გარეული ცხოველებით გაფორმებულ დარბაზში აჩვენეს. მეცხრამეტე საუკუნის დარბაზში ცხოველთა სხვადასხვა სახეობების 7 000-ზე მეტი ნიმუშია წარმოდგენილი.

ჩვენებაზე დასწრება ხელით ნახატი მოსაწვევების მფლობელებისთვის იყო შესაძლებელი.