ზურაბიშვილი ხელფასზე უარს ამბობს

2019-01-11 17:23:28
237

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის საკუთარ ხელფასს სპეციალურ ფონდში გადარიცხავს, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეგიდით შეიქმნება. 

საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის თქმით, მისი შემოსავალი საფრანგეთის დიპლომატიურ სამსახურში მუშაობით დაგროვებული ინდივიდუალური პენსია იქნება.