გუდაურისკენ მიმავალ გზაზე ათეულობით სატვირთოა გაჩერებული

2019-01-09 21:51:23
163

გუდაურისკენ მიმავალ გზაზე, წითელსოფელში ათეულობით სატვირთო ავტომობილია გაჩერებული.

როგორც მძღოლებმა პირველ არხს განუცხადეს, უკვე ოთხზე მეტი საათია, გაჩერებული არიან და ელოდებიან, როდის მისცემენ გადაადგილების უფლებას.

მათვე ინფორმაციით, გადაადგილების შეზღუდვის მიზეზი უამინდობაა. სატვირთო ავტომობილები ვლადიკავკაზის გავლით, რუსეთში ტვირთის ჩასატანად მიდიან. მძღოლებს არ აქვთ ინფორმაცია, როდის შეძლებენ გადაადგილებას.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის ფასანაური-გუდაურის(ფოსტა) მონაკვეთზე მოძრაობა შეზღუდულია.